დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი მედიაციის პოპულარიზაციისთვის საქართველოს მედიატორთა ასოციაციასთან მუშაობს
12 თებერვალი 2021
2021 წლის 10 თებერვალს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელმა საქართველოს მედიატორთა ასოციაციასთან თანამშრომლობით, მისი ათივე რეგიონული ოფისისთვის ტრენინგი ჩაატარა, სადაც მონაწილეობა ახალციხის, ბათუმის, გორის, ქუთაისის, მარნეულის, ოზურგეთის, რუსთავის, საგარეჯოს, თელავისა და ზუგდიდის ოფისების წარმომადგენლებმა მიიღეს. ტრენინგი მიზნად ისახავდა ცენტრების თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლებას მედიაციის შესახებ, რათა მათ ამ ტიპის მომსახურების მიღებით დაინტერესებული პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება და მათი საქართველოს მედიატორთა ასოციაციაციასთან და მის აკრედიტირებულ მედიატორებთან დაკავშირება შეეძლოთ. ირაკლი ყანდაშვილმა, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ და ელენე ორჯონიკიძემ, აღმასრულებელი საბჭოს წევრმა ასოციაციის საქმიანობა, მედიაციის ფორმები და მათი სამუშაოს წარმატებული მაგალითები განიხილეს. მონაწილეებმა დასვეს შეკითხვები ქვეყნის მასშტაბით მედიაციის პოპულარიზაციის საქმეში ქსელის როლის შესახებ.
საქართველოს პარლამენტმა მედიაციის შესახებ კანონი მიიღო, რომელიც 2020 წლის იანვრიდან ამოქმედდა, თუმცა ბოლოდროინდელი კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობას ამ მექამიზმის შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ გააჩნია. მედიაცია დავის გადაწყვეტის პრაქტიკული და ეკონომიური ალტერნატივაა. პროექტი მიზნად ისახავს მედიაციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და მის პოპულარიზაციას.