რეგიონული იმიტირებული სასამართლო პროცესების შეჯიბრი ადამიანის უფლებებში
02 თებერვალი 2021
30-31 იანვარს, USAID/PROLoG-ის გრანტის ფარგლებში, საქართველოს სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა რეგიონული იმიტირებული სასამართლო პროცესების შეჯიბრი ადამიანის უფლებებში. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო 4 გუნდმა 2 რეგიონული უნივერსიტეტიდან (აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი). ბათუმის შოთ რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდებმა მონაწილეობა ვერ მიიღეს Covid-19 პანდემიის გამო. შეჯიბრის თემა იყო საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული შეზღუდვები თავისუფალ გადაადგილებასა და ეკონომიკურ შეზღუდვებზე.
შეჯიბრში გაიმარჯვა “RNSA”-ს გუნდმა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ხოლო გუნდის წევრი სოფიო დგებუაძე შეჯიბრის საუკეთესო სპიკერად დასახელდა. კონკურსს მსაჯობდნენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლეები.