COVID-19 Response Grants

COVID-19 Response Grants

ადვოკატირების გრანტები

ადვოკატირების გრანტები

Rule of Law and COVID-19

Rule of Law and COVID-19

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

WISG-ის ძალისხმევით ლევან სამხარაულის ბიურო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალების საჭიროებების მიმართ უფრო მგრძნობიარე გახდება

27 იანვარი 2021 WISG-ის ძალისხმევით ლევან სამხარაულის ბიურო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალების საჭიროებების მიმართ უფრო მგრძნობიარე გახდება

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა (WISG), USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალის ინტერესების დასაცავად სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წინააღმდეგ სახალხო დამცველს მიმართა. აპლიკანტი, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, აღნიშნავდა, რომ მას ექსპერტიზა ჩაუტარეს მამრობითი სქესის ექსპერტებმა და მათი მხრიდან სექსუალური შევიწროების და უხეში დამოკიდებულების მსხვერპლი გახდა.

სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ინსპექტირების დეპარტამენტმა ბიუროში დისციპლინური წარმოება დაიწყო. წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად, ექსპერტთა მხრიდან სექსუალური ძალადობა არ დადასტურდა, თუმცა გამოირკვა, რომ ბიუროს რეგიონულ დეპარტამენტებში ძალიან ცოტა ქალი ექსპერტი იყო დასაქმებული. აპლიკანტის საქმეში, ომბუდსმენმა სქესის ნიშნით ირიბი დისკრიმინაცია დაადგინა და ბიუროს მიმართ გამოსცა რეკომენდაცია რეგიონებში ქალი ექსპერტების დასაქმების შესახებ. სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლის თუნდაც არაპირდაპირ იძულება, შეამოწმოს სხვა სქესის ექსპერტმა, არ არის გენდერულად მგრძნობიარე და რომ სექსუალურძალადობაგამოვლილი ქალების უმრავლესობისათვის არ იქნება სასურველი. სახალხო დამცველმა მოუწოდა ბიუროს, უზრუნველყოს შესაბამისი თანამშრომლებისთვის  სექსუალური ძალადობის მსხვერპლთან კომუნიკაციის თავისებურებებზე სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება.

ბიურომ გამოთქვა მზადყოფნა, შეასრულოს ომბუდსმენის რეკომენდაცია და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის თანასწორი და ღირსეული გარემოს შექმნის მიზნით, რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტებში ქალი ექსპერტები დაასაქმოს. ასევე, თბილისის და რეგიონული ოფისების თანამშრომლებისთვის ჩაატაროს ტრენინგები სექსუალური ძალადობის მსხვერპლებთან სათანადო კომუნიკაციის შესახებ.

USAID
Top of Page