COVID-19 Response Grants

COVID-19 Response Grants

ადვოკატირების გრანტები

ადვოკატირების გრანტები

Rule of Law and COVID-19

Rule of Law and COVID-19

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ და იურიდიული დახმარების სამსახურმა მიიღეს დასაქმების ადგილზე სექსუალური შევიწროების პრევენციის და რეაგირების მექანიზმი

26 იანვარი 2021 საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ და იურიდიული დახმარების სამსახურმა მიიღეს დასაქმების ადგილზე სექსუალური შევიწროების პრევენციის და რეაგირების მექანიზმი

USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის და იურიდიული დახმარების სამსახურისთვის შემუშავდა დასაქმების ადგილზე სექსუალური შევიწროების პრევენციის და რეაგირების მექანიზმი, რაც ხელს შეუწყობს დასაქმების ადგილზე თანაბარ მოპყრობას და დისკრიმინაციისგან თავისუფალი გარემოს შექმნას. PROLoG-მა, ასევე, მხარი დაუჭირა სასწავლო მოდულის „სექსუალური შევიწროების აღმოფხვრა და მართლმსაჯულების გაძლიერება გენდერული თანასწორობის გზით“ შემუშავებას ადვოკატთა ასოციაციის წევრი ადვოკატებისთვის, რაც დაეხმარება მათ საქმეების უფრო ეფექტურად წარმოებაში.  

PROLoG-მა დისკრიმინაციის და სექსუალური შევიწროების პრევენციის და რეაგირების მექანიზმის შემუშავება 2019 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით და  PROLoG-ის მხარდაჭერით დასაქმების ადგილზე და საჯარო სივრცეში  სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა. ცვლილებების თანახმად, დამსაქმებელი ვალდებული გახდა მიიღოს ზომები დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის მიზნით, მათ შორის, დისკრიმინაციის ამკრძალავი დებულებები ასახოს დაწესებულების შინაგანაწესსა და სხვა დოკუმენტებში და უზრუნველყოს მათი შესრულება. მექანიზმი შემუშავდა საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების, პატრიცია ნუნანის და მარიამ გაიპარაშვილის, ჩართულობით.

PROLoG აგრძელებს აკადემიური პარტნიორებისთვის მხარდაჭერას, უნივერსიტეტებში სექსუალური შევიწროების პრევენციის მექანიზმის დანერგვის მიზნით. ამასთან ერთად, გთავაზობთ უფასოდ გადმოტვირთოთ შემუშავებული მექანიზმი და საჩივრის ფორმა და მოარგოთ თქვენი ორგანიზაციის შინაგანაწესს, რაც დაგეხმარებათ სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების პრევენციასა და აღმოფხვრაში-- http://ewmi-prolog.org/en/home/SHMechanismeng

 

USAID
Top of Page