COVID-19 Response Grants

COVID-19 Response Grants

ადვოკატირების გრანტები

ადვოკატირების გრანტები

Rule of Law and COVID-19

Rule of Law and COVID-19

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

PHR-ის საქმემ შშმ ბავშვთა ზრუნვისა და რეაბილიტაციის საკითხებზე პოლიტიკის ცვლილებას შეუწყო ხელი

22 იანვარი 2021 PHR-ის საქმემ შშმ ბავშვთა ზრუნვისა და რეაბილიტაციის საკითხებზე პოლიტიკის ცვლილებას შეუწყო ხელი

ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, USAID/PROLoG-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ბავშვთა მართლმსაჯულების უფლების გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, იცავდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის უფლებებს, რომელიც 3 თვეზე მეტი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იმყოფებოდა. PHR-ის თანახმად, ბავშვი მოთავსებულ იქნა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მხოლოდ ადეკვატური მოვლის სერვისების არქონის გამო, რამდენადაც ოჯახი დამოუკიდებლად ვერ იცავდა ბავშვის უსაფრთხოებას და სიცოცხლეს.

2020 წლის 28 სექტემბერს, PHR-ის დახმარებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დროებითი განჩინებით, ადეკვატური სარეაბილიტაციო სერვისის შექმნამდე, მთავრობას დაავალა, ოჯახისთვის გამოეყოთ ოთხი პერსონალური ასისტენტი, თერაპიული კვალიფიკაციით, 12 საათის განმავლობაში შაბათ-კვირისა და უქმე დღეების ჩათვლით. ასისტენტების შერჩევა ბავშვის სურვილის გათვალისწინებით მოხდა. აგრეთვე PHR-ის მოთხოვნით, პანდემიის პერიოდში გართულებული ტრანსპორტირების გამო, სააგენტომ პერსონალურ ასისტენტებს სატრანსპორტო საშუალებაც გამოუყო.

საქმის წარმატება კონკრეტული ბავშვის ინტერესებს გასცდა და შედეგად პოლიტიკის სისტემური ცვლილება გამოიწვია. 31 დეკემბერს, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა სოციალური რეაბილიტაციის 2021 წლის სახელმწიფო პროგრამა, სადაც მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა, კერძოდ: შშმ ბავშვები, მათ შორის მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვები, დღის ცენტრებში უზრუნველყოფილი იქნებიან პერსონალური ასისტენტებით. რაც შეეხება ბინაზე მოვლის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამას, აღნიშნული საქმის მსგავსად, მულტიდისციპლინური გუნდის მიერ გამოვლენილი საჭიროებების შემთხვევაში შესაძლებელი გახდება ინდივიდუალური ზრუნვის განხორციელება და შშმ ბავშვები საჭიროების შეფასებით დადგენილი აუცილებლობის შემთხვევაში, შეძლებენ პერსონალური ასისტენტის სერვისის მიღებას.

PHR აგრძელებს იურიდიული დახმარების გაწევას ბავშვებისა და მათი მეურვეებისთვის.

USAID
Top of Page