COVID-19 Response Grants

COVID-19 Response Grants

ადვოკატირების გრანტები

ადვოკატირების გრანტები

Rule of Law and COVID-19

Rule of Law and COVID-19

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

ტრენინგი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის სექსუალური შევიწროების საქმეების წარმოების შესახებ

18 დეკემბერი 2020 ტრენინგი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის სექსუალური შევიწროების საქმეების წარმოების შესახებ

18 დეკემბერს, USAID/PROLoG-ის ორგანიზებით ჩატარდა ონლაინ ტრენინგი სექსუალური შევიწროების საქმეების წარმოების და მსხვერპლებთან კომუნიკაციის შესახებ, რომელსაც უძღვებოდნენ თომაშ ქადარი--თანასწორობის ორგანოების ევროპული ქსელის (EQUINET) ხელმძღვანელის მოადგილე და მოანა ჯენევი--სპეციალისტი გენდერული თანასწორობის საკითხების მიმართულებით (EQUINET).  ტრენინგს ესწრებოდნენ PROLoG-ის პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები: საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, საფარი, ადამიანის უფლებათა სწავლების და მონიტორინგის ცენტრი, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 

ექსპერტებმა გააკეთეს პრეზენტაცია სექსუალური შევიწროების, როგოც სოციალური ფენომენის, მისი გენდერული ძალადობის სპექტრისადმი მიკუთვნების, ძირითადი გამომწვევი მიზეზების - სექსიზმი, სტერეოტიპები, იერარქიული ურთიერთობები - შესახებ, ასევე  განიხილეს საერთაშორისო კანონმდებლობა - ევროკავშირი, ევროსაბჭო, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, გაერო. მათ ისაუბრეს სტრატეგიული სამართალწარმოების, შესაბამისი საქმეების გამოვლენის და შერჩევის შესახებ და მიმოიხილეს საკითხები როგორიცაა, ინტერსექციულობა და როგორ ზრდის გარკვეული ფაქტორები სექსუალური შევიწროების რისკს, ლგბტი პირები, როგორც სექსუალური შევიწროების მსხვერპლები. მონაწილეებთან ერთად, აგრეთვე, განიხილეს ცილისწამების საქმეები, სექსუალური შევიწროება სხვადასხვა გარემოში - დასაქმება, განათლება, ჯანდაცვა საჯარო სივრცე, და კონფიდენციალობის საკითხები, მათ შორის მსხვერპლისგან ინფორმაციის შეგროვებ, მტკიცების ტვირთის გადატანა, მეორადი და განმეორებითი ვიქტიმიზაციის რისკი, მტკიცებულების სხვა შესაძლო წყაროები სანქციები სექსუალური შევიწროების საქმეებზე.

USAID
Top of Page