USAID/PROLoG მხარს უჭერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის ონლაინ/შერეული სწავლისა და სწავლების სახელმძღვანელოს შემუშავებას
16 დეკემბერი 2020
COVID‐19 გლობალურმა პანდემიამ მნიშვნელოვანი გამოწვევები შეუქმნა უმაღლესი განათლების სისტემებს მთელ მსოფლიოში. საქართველოში სკოლებმა განათლების მიწოდება ონლაინ ფორმატში გადაიტანეს, მაგრამ არსებობს პრობლემები ონლაინ/შერეული სწავლა-სწავლების ხარისხისა და შეფასების კრიტერიუმებთან დაკავშირებით.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით და USAID/PROLoG- ის მხარდაჭერით, საერთაშორისო ექსპერტებმა შეიმუშავეს სახელმძღვანელო პრინციპები და შეფასების კრიტერიუმები ონლაინ/შერეული სწავლა-სწავლებისთვის, ადგილობრივი კონტექსტისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. ერთის მხრივ, დოკუმენტი საშუალებას მისცემს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შეიმუშავონ შესაბამისი სტრატეგიები როგორც ინსტიტუციურ, ასევე ფაკულტეტის დონეზე, განსაზღვრონ მათი ძლიერი და სუსტი მხარეები და შეაფასონ რესურსები. ხოლო მეორეს მხრივ, დოკუმენტი ასევე დაეხმარება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ონლაინ/შერეული სწავლების სისტემური გამოწვევების დადგენაში და ხელს შეუწყობს ამ მიმართულების გაუმჯობესებას, განათლების ხელმისაწვდომობის ჩათვლით.