COVID-19 Response Grants

COVID-19 Response Grants

ადვოკატირების გრანტები

ადვოკატირების გრანტები

Rule of Law and COVID-19

Rule of Law and COVID-19

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

USAID/PROLoG-ი საქართველოს მედიატორთა ასოციაციას დისციპლინური სამართალწარმოების წესის გაუმჯობესებაში ეხმარება

16 დეკემბერი 2020 USAID/PROLoG-ი საქართველოს მედიატორთა ასოციაციას დისციპლინური სამართალწარმოების წესის გაუმჯობესებაში ეხმარება

2020 წლის 15 დეკემბერს, USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით და მისი ექსპერტის, ჯეიმს მოლიტერნოს მონაწილეობით, საქართველოს მედიატორთა ასოციაციისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანიც დისციპლინური სამართალწარმოების წესის პროექტის განხილვა იყო. 

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია ახლადშექმნილი ორგანიზაციაა, რომელიც 2019 წლის დეკემბერში „მედიაციის შესახებ“ კანონის საფუძველზე დაფუძნდა. იგი 55 სერტიფიცირებულ მედიატორს აერთიანებს. ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრების არჩევა და ეთიკის კოდექსის დამტკიცება 2020 წლის დეკემბრის ბოლომდე იგეგმება.

სამუშაო შეხვედრას დისციპლინური სამართალწარმოების წესებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფისა და ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრები, ასევე სხვა დაინტერესებული მედიატორები ესწრებოდნენ. ღონისძიება რუსუდან ტაბატაძემ, USAID-კავკასიის დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის კანონის უზენაესობის პროექტის მენეჯერმა და  ირაკლი ყანდაშვილმა, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ გახსნეს. ირაკლი ადეიშვილმა, რომელიც სამუშაო ჯგუფის წევრია, დისციპლინური სამართალწარმოების წესის პროექტი წარადგინა, ხოლო ჯეიმს მოლიტერნომ კი მონაწილეებს საკუთარი მოსაზრებები შემდეგ საკითხებზე გაუზიარა: ეთიკის კომისიის წევრების რაოდენობა და კომისიის წევრებისათვის როლების განაწილება; დისციპლინური სამართალწარმოების ეტაპები; გადაწყვეტილებების გამოქვეყნება; სადავო გადაწყვეტილების გასაჩივრება; განმცხადებლის უფლება შეწყვიტოს სამართალწარმოება; დისციპლინური სამართალწარმოების მხარეები. პრეზენტაციების შემდეგ კითხვა-პასუხის სესია და აქტიური დისკუსია გაიმართა.

USAID
Top of Page