COVID-19 Response Grants

COVID-19 Response Grants

ადვოკატირების გრანტები

ადვოკატირების გრანტები

Rule of Law and COVID-19

Rule of Law and COVID-19

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

იურიდიული დახმარების სამსახური ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ეფექტიანად განხორციელებისთვის ნაბიჯებს დგამს

15 დეკემბერი 2020 1

იურიდიული დახმარების სამსახურის ხარისხის უზრუნველყოფის (ადვოკატთა შეფასების სისტემის) წესისა და კრიტერიუმების მიხედვით, რომლებიც იურიდიული დახმარების სამსახურის საბჭოს მიერ 2020 წლის 4 ივლისს იქნა მიღებული, იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ მიწოდებული მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა სასამართლო პროცესების მონიტორინგისა და ბენეფიციართა კმაყოფილების კვლევის  საშუალებით  ხდება. ამ ამოცანის შესრულება ხარისხის უზრუნველყოფის სამმართველოს ევალება. იურიდიული დახმარების სამსახურმა თხოვნით მიმართა PROLoG-ს, რომ ხარისხის უზრუნველყოფის სამმართველოსთვის ეფექტიანი კომუნიკაციისა და ინტერვიუების ჩატარების უნარების შესახებ ტრენინგის ორგანიზება მოეხდინა.

ტრენინგებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მკვლევარები და დამოუკიდებელი ექსპერტი, ვლადიმერ მკერვალიშვილი უძღვებოდნენ. 

CRRC-ის დახმარებით მომხმარებელთა კმაყოფილების კითხვარის, შესავალი და დასკვნითი მესიჯების შემუშავება მოხდა, ხოლო 24 ნოემბერს კი ხარისხის უზრუნველყოფის სამმართველოს თორმეტივე თანამშრომელს ტრენინგი ჩაუტარდა. ტრენინგის შემდეგ იურიდიული დახმარების სამსახურმა რამდენიმე ინტერვიუ ჩაატარა, რომლის საფუძველზეც CRRC-იმ კითხვარი განაახლა.

2020 წლის 9-13 დეკემბერს ვლადიმერ მკერვალიშვილმა იურიდიული დახმარების სამსახურის ხარისხის უზრუნველყოფის სამმართველოს თანამშრომლებისთვის ეფექტიანი და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარების შესახებ ტრენინგი ჩაატარა, რომლის დროსაც განხილული იქნა შემდეგი საკითხები და ჩატარდა პრაქტიკული სავარჯიშოები: უნარები და კომპეტენციები, რომელსაც უნდა ფლობდეს ხარისხის სამსახურის თანამშრომელი; ადვოკატსა და კლიენტს შორის კომუნიკაციის ეფექტიანობის შეფასების მეთოდები; ადვოკატის სამუშაოს შეფასება v კორპორაციული იმიჯი და რეპუტაცია; ემპათია, ადვოკატსა და კლიენტს შორის ეფექტიანი კომუნიკაციის ძირითადი გამოწვევები; სპეციფიკურ სამიზნე ჯგუფებთან კომუნიკაციის თავისებურებები; სასამართლოსთან და მხარეებთან კომუნიკაციის სტანდარტები.

USAID/PROLoG-ი იურიდიული დახმარების სამსახურთან მისი ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებასა და ადვოკატების მიერ საქართველოს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის გაწეული იურიდიული დახმარების ხარისხის გაუმჯობესებაზე მუშაობს.

USAID
Top of Page