COVID-19 Response Grants

COVID-19 Response Grants

ადვოკატირების გრანტები

ადვოკატირების გრანტები

Rule of Law and COVID-19

Rule of Law and COVID-19

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

სამუშაო შეხვედრა- პანდემიის გავლენა სახელშეკრულებო ურთიერთობებზე

15 დეკემბერი 2020 მოსამართლე ვირჯინია ქოვინგთონი, ამერიკის ფედერალური სასამართლოს მოსამართლე ფლორიდის შუა ოლქში, საქართველოს მოსამართლეებთან ერთად განიხილავს პანდემიის გავლენას სახელშეკრულებო ურთიერთობებზე.

11 დეკემბერს, USAID/PROLoG-მა უმასპინძლა სამუშაო შეხვედრას სამოსამართლო განათლებისა და გაცვლითი პროგრამების კურსდამთავრებულებისთვის. სამუშაო შეხვედრა, რომელშიც საქართველოდან თერთმეტმა მოსამართლემ მიიღო მონაწილეობა, შეეხებოდა პანდემიის გავლენას სახელშეკრულებო ურთიერთობებზე. შეხვედრის თემატიკა შეირჩა საქართველოს მოსამართლეებთან კონსულტაციით, რომლებმაც გამოთქვეს ინტერესი გაცნობოდნენ როგორ უმკლავდებიან ამერიკის სასამართლოები პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ სირთულეებთან დაკავშირებულ სარჩელებსა და შუამდგომლობებს.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა ბრაიენ ლედუკმა, USAID/PROLoG-ის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ, რომელმაც ხაზი გაუსვა პანდემიის პირობებში მიღებული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. მოსამართლე ვირჯინია ქოვინგთონმა, ამერიკის ფედერალური სასამართლოს მოსამართლემ ფლორიდის შუა ოლქში, შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარა მისი გამოცდილება  დისტანციური სასამართლო პროცესების ჩატარებასთან დაკავშირებით. მან ასევე ისაუბრა ფორს მაჟორის განმარტებაზე ამერიკული სამართლის სისტემაში, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შედეგად წარმოშობილ შესაძლო მოთხოვნებზე და სხვა შესაბამის ამერიკულ გამოცდილებაზე.

მოსამართლე ქოვინგთონის მოხსნების შემდეგ საქართველოს მოსამართლეები აქტიურად ჩაერთნენ კითხვა-პასუხსა და დისკუსიაში ამერიკელ კოლეგასთან. მათ ისაუბრეს საკუთარ გამოცდილებაზე და დასვეს შეკითხვები ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა ლოქდაუნის/COVID-19-ის მიზეზით სახელშეკრულებო ვალდებულებების ვერ შესრულების შედეგად წარმოშობილი შესაძლო მოთხოვნები, დისტანციური სასამართლო პროცესების პირობებში სამოქალაქო დავის მხარეების საპროცესო უფლებების უზრუნველყოფის მექანიზმები და სასამართლო ბაჟისგან გათავისუფლების საფუძვლები პანდემიის პერიოდში. სამუშაო შეხვედრამ გამოავლინა, რომ მოსამართლეებს აშშ-ში და საქართველოში უწევთ მსგავს გამოწვევებთან გაკლავება როცა საქმე პანდემიის პირობებში სასამართლო პროცესების ჩატარებასა და სახელშეკრულებო დავების გადაწყვეტას შეეხება. საბოლოოდ, მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს სწრაფად ცვალებად გარემოებებთან სასამართლო პრაქტიკის მისადაგების მნიშვნელობას და გამოხატეს მზადყოფნა განგრძობადი დიალოგისთვის.

USAID
Top of Page