COVID-19 Response Grants

COVID-19 Response Grants

ადვოკატირების გრანტები

ადვოკატირების გრანტები

Rule of Law and COVID-19

Rule of Law and COVID-19

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

USAID/PROLoG მხარს უჭერს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16 დღიან კამპანიას

11 დეკემბერი 2020 16 დღიანი კამპანია

USAID/PROLoG-ი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16 დღიან კამპანიაში ჩაერთო, გენდერული ნიშნით ძალადობისა და საქართველოში ქალთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით. კამპანია ყოველწლიურად 25 ნოემბრიდან (ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე) 10 დეკემბრამდე (ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე) იმართება. კამპანიის ფარგლებში შემდეგი ღონისძიებები ჩატარდა: 

  • მურალის გახსნა მარნეულში ქალთა გაძლიერების მიზნით - USAID/PROLoG-მა, პარტნიორ ორგანიზაციებთან - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებასთან ერთად, მხარი დაუჭირა მურალის მოხატვას მარნეულში, რომლის მიზანია ქალების გაერთიანება და გაძლიერება მიუხედავად მათი რელიგიური თუ ეთნიკური მიკუთვნებულობისა, გზავნილით - “ძალა ერთობაშია”.
  • PHR-ის ვებინარები “ქალთა და გოგონათა მიმართ სექსუალური შევიწროება სპორტში” და „ბავშვთა მიმართ ძალადობა“ - პირველ ვებინარზე ფეხბურთელმა ნინო პასიკაშვილმა და PHR-ის იურისტმა ანა თავხელიძემ ისაუბრეს სხვადასხვა პრობლემებზე რასაც ქალები აწყდებიან სპორტში, მათ შორის სექსუალურ შევიწროებაზე; ბარიერები და გამოწვევები, რასაც ქალები აწყდებიან სპორტში; გენდერული სტერეოტიპები და დამოკიდებულება ქალების მიმართ ამ სფეროში. მეორე ვებინარში ბავშვთა მრჩეველთა საბჭოს წევრები მონაწილეობდნენ, ხოლო ანა აბაშიძე, PHR-ის ხელმძღვანელი, მოდერაციას უწევდა დისკუსიას. მონაწილეებმა ისაუბრეს ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ, ვის უნდა მიმართონ ბავშვებმა ძალადობის შემთხვევაში, ბავშვის უფლებათა კოდექსი და დაცვის სხვა მექანიზმები.
  • პოსტერების კონკურსი - 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, USAID/PROLoG-მა გამოაცხადა კონკურსი, რომლის ფარგლებშიც მონაწილეობის მსურველებს პოსტერები გენდერული ძალადობის თემატიკის გარშემო, USAID/PROLoG-ის მიერ გამოცხადებულ წინა კონკურსში “შეცვალე ქალის მჩაგვრელი გამონათქვამები” გამარჯვებულ ფრაზებზე დაყრდნობით უნდა შეექმნათ. კონკურსის სამი გამარჯვებული გამოვლინდა: პირველი ადგილის მფლობელი ვარლამ ჯმუხაძის მიერ შექმნილი პოსტერი გამონათქვამზე “წვიმის შეკავება უფრო ადვილია, ვიდრე მართალი ქალისაო”; მეორე ადგილის მფლობელი ია ფრანგიშვილის პოსტერი გამონათქვამზე „ცოლ-ქმრის ჩხუბი ბრიყვს ოჯახის საქმე ეგონაო;” და მესამე ადგილის მფლობელი მარიამ თევზაძის პოსტერი ამავე გამონათქვამზე „ცოლ-ქმრის ჩხუბი ბრიყვს ოჯახის საქმე ეგონაო.”
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ღონისძიებები:
    • ილიაუნის კორპუსის კედელზე მოხატული რუთ ბეიდერ გინსბურგის მურალის გახსნა და ჩვენება ვიდეო კლიპის მეშვეობით;
    • პანელური დისკუსია „ქალების და გოგოების მიმართ ძალადობა COVID-19-ის კონტექსტში“ - ეკატერინე სხილაძემ, სახალხო დამცველის მოადგილემ, მაკა ფერაძემ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და თამარ გურჩიანმა, ილიაუნის ადამიანის უფლებათა მიმართულების ხელმძღვანელმა, ისაუბრეს ოჯახში ძალადობის შემთხვევების ზრდაზე COVID-19-ის პირობებში, ქალთა მხარდაჭერასა და ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე საქართველოში. ადამიანის უფლებათა მიმართულების ხელმძღვანელმა აგრეთვე გამოაცხადა ქალთა მიმართ ძალადობისა და სქესის ნიშნით დისკრიმინაციის დასაძლევად სტუდენტებისთვის ადამიანის უფლებათა კლინიკის ცხელი ხაზის ამოქმედების შესახებ.
    • ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კინოკლუბმა 2 ფილმის „სენსაცია“ და „სორაიას ჩაქოლვა“ ჩვენება და დისტანციური დისკუსია გამართა. პირველი ფილმი გვიამბობს ნამდვილ ამბავს Fox News-ის თანამშრომელ ქალებზე, რომლებიც წინ აღუდგნენ და გამოააშკარავეს აღმასრულებელი დირექტორი როჯერ აილსი სექსუალური შევიწროებისთვის. ანა ილურიძე, გენდერის ექსპერტი მონაწილეობას იღებდა დისკუსიაში, ხოლო ვიკა დარსალია, ილიაუნის სამართლის სკოლის სტუდენტი მოდერაციას უწევდა დისკუსიას სექსუალურ შევიწროებასა და ქალთა უფლებების შესახებ. „სორაიას ჩაქოლვა“ მოგვითხრობს ნამდვილ ისტორიას, ირანში უდანაშაულო ქალის შესახებ, რომელიც ქვეყანაში ისლამური რევოლუციის შემდგომ მიღებული რელიგიური კანონების შესაბამისად სიკვდილით დასაჯეს. ეკა ჭითანავამ, TDI-ის დირექტორმა, ისაუბრა განვითარებული მოვლენების არათანაბარ გავლენებზე და ქალთა მიმართ ძალადობაზე.
  • ონლაინ დისკუსია მართლმსაჯულების სკოლის მონაწილეებთან სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობისა და პოლიტიკის შესახებ - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თამარ ონიანმა გამართა ონლაინ დისკუსია მართლმსაჯულების ზამთრისა და ზაფხულის სკოლის მონაწილეებთან, მოსამართლის თანაშემწეებთან და სასამართლოს სხვა თანამშრომლებთან ამ სფეროში არსებულ კანონმდებლობასა და საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკაზე. 
  • დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელმა მოამზადა 2 ვიდეო ოჯახში ძალადობისა და დისკრიმინაციის თემაზე; ვიდეოში რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების შეკითხვებს პასუხობენ სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი ქეთი შუბაშვილი და სფეროს ექსპერტი გოგა ხატიაშვილი.
  • ონლაინ კონფერენცია „სექსუალური შევიწროების მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების განხორციელება“ - სახალხო დამცველის აპარატის ინიციატივით და USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით გაიმართა ონლაინ კონფერენცია კანონმდებლობის მიღების შემდეგ დანერგილი პრაქტიკის განხილვის მიზნით. სასამართლოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახალხო დამცველის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა განიხილეს დასაქმების ადგილზე სექსუალური შევიწროების საქმეებში მტკიცების ტვირთსა და მტკიცებულებების სტანდარტზე, საჯარო სივრცის განმარტებაზე საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების საქმეებში, სტატისტიკაზე, პრაქტიკასა და არსებულ გამოწვევებზე.
  • კავშირი საფარის ონლაინ დისკუსია „ოჯახში ძალადობა და შსს-ს სერვისებზე ხელმისაწვდომობა: გამოცდილება და გამოწვევები“ - საფარის იურისტმა ელისო რუხაძემ ისაუბრა COVID-19-ის პირობებში ოჯახში ძალადობის შემთხვევების რაოდენობისა და საფარში მომართვიანობის ზრდაზე, განსაკუთრებით საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, აგრეთვე შსს-ს სერვისებზე ხელმისაწვდომობაზე და გამოწვევებზე, რომლებსაც მსხვერპლები და ადამიანის უფლებათა დამცველები აწყდებიან პანდემიის პერიოდში.
  • ონლაინ იმიტირებული სასამართლო პროცესების შეჯიბრი ოჯახში ძალადობის თემაზე - USAID/PROLoG-ის მიერ მხარდაჭერილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენდერისა და სამართლის კვლევითი და სასწავლო მიმართულების ხელმძღვანელის, ქეთევან ხუციშვილის ორგანიზებით, ლევან ალექსიძის საერთაშორისო სამართლის ფონდთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, გაიმართა ონლაინ იმიტირებული სასამართლო პროცესების შეჯიბრი ოჯახში ძალადობის თემაზე. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის 35-მა გუნდმა. ღონისძიება მიზნად ისახავდა ოჯახში ძალადობის თემაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, სტუდენტებისთვის ადგილობრივი და საერთაშორისო საშუალებების სწავლებას და ქართველი სამართლის სტუდენტებისთვის პრაქტიკული უნარებისა და თეორიული ცოდნის გაუმჯობესებას.
USAID
Top of Page