COVID-19 Response Grants

COVID-19 Response Grants

Rule of Law and COVID-19

Rule of Law and COVID-19

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

მარიამ ღავთაძე, TDI-ის სტრატეგიული სამართალწარმოების პროგრამის ხელმძღვანელი, სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ დააჯილდოვა

18 ნოემბერი 2020 მარიამ ღავთაძე, TDI

16 ნოემბერს, მარიამ ღავთაძე, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) სტრატეგიული სამართალწარმოების პროგრამის ხელმძღვანელი, სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ დააჯილდოვა რელიგიის თავისუფლების აქტიური და შედეგის მომტანი დაცვისთვის საქართველოსა და საერთაშორისო ასპარეზზე. სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოები ყოველწლიურად ირჩევენ ტოლერანტობის ქომაგებს: პიროვნებებს, ორგანიზაციებს, მედიასაშუალებებს და საჯარო მოხელეებს, რომლებიც ხელს უწყობენ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვას და ტოლერანტობის კულტურის განვითარებას.

2016 წლიდან, TDI USAID/PROLoG-ის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პარტნიორს წარმოადგენს და ამჟამად ახორციელებს პროექტს „რელიგიური, ეთნიკური და რასობრივი დისკრიმინაციის დაძლევა სტრატეგიული სამართალწარმოების გზით,“ რომლის მიზანია რელიგიის თავისუფლების დაცვის უზრუნველყოფა, იურიდიული დახმარების გაწევა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდა რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების, აგრეთვე რასობრივი დისკრიმინაციის მსხვერპლთათვის. TDI-ის მიერ გაწეული შრომა სტრატეგიული სამართალწარმოების მიმართულებით, რომელიც ეხება საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების უფლებებს, ასევე ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს, ხელს უწყობს თანასწორობას, და რწმენისა და რელიგიის თავისუფლების დაცვას.

 

USAID
Top of Page