COVID-19 Response Grants

COVID-19 Response Grants

Rule of Law and COVID-19

Rule of Law and COVID-19

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მართლმსაჯულებისა და სასამართლო რეფორმების კომიტეტმა USAID/PROLoG-ის ექსპერტთან თომას სასმანთან შეხვედრა გამართა

06 ნოემბერი 2020 საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მართლმსაჯულებისა და სასამართლო რეფორმების კომიტეტმა USAID/PROLoG-ის ექსპერტთან თომას სასმანთან შეხვედრა გამართა

2020 წლის 30 ოქტომბერს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მართლმსაჯულებისა და სასამართლო რეფორმების კომიტეტმა USAID/PROLoG-ის ექსპერტთან, თომას სასმანთან ონლაინ შეხვედრა გამართა, რომლის მიზანიც მოსამართლეთა შერჩევის პროცესში ასოციაციის როლის შესახებ რეკომენდაციების, აშშ-ს გამოცდილებისა და სამომავლო გეგმების განხილვა იყო.

კომიტეტის თავმჯდომარემ და წევრებმა რამდენიმე დასკვნა განიხილეს, რაც კანდიდატების შეფასებისადმი ერთგვაროვანი მიდგომისა და შეფასების კრიტერიუმების არარსებობას, შეფასების პროცედურებისა და სამოსამართლო კანდიდატებთან გასაუბრებისთვის კითხვარების ნიმუშების შემუშავების საჭიროებას შეეხებოდა. ექსპერტმა ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის ფედერალური სასამართლოს თემაზე მომუშავე მუდმივმოქმედი კომიტეტის როლი მიმოიხილა და უზენაესი სასამართლოსა და ქვედა ინსტანციების მოსამართლეობის კანდიდატების შეფასებისას არსებულ განსხვავებებზე ისაუბრა.

შეხვედრის ბოლოს შეთანხმდა, რომ კომიტეტი ასოციაციის სახელმძღვანელოს შემუშავებას დაიწყებს, რომელიც სამოსამართლო კანდიდატების შერჩევასა და კითხვარების ნიმუშების შედგენას შეეხება, რაც შესაბამისობაში იქნება კომიტეტის დასკვნებთან. USAID/PROLoG-ი კომიტეტს ტექნიკურ და პროფესიულ მხარდაჭერას გაუწევს. 

USAID
Top of Page