COVID-19 Response Grants

COVID-19 Response Grants

Rule of Law and COVID-19

Rule of Law and COVID-19

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

TDI-ის ონლაინ დისკუსია სკოლის მოსწავლეებთან

04 ნოემბერი 2020 TDI-ის ონლაინ დისკუსია

3 ნოემბერს, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI), USAID/PROLoG-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „მრავალფეროვნების სახეები: ტოლერანტობისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში გამართა ონლაინ დისკუსია რელიგიის თავისუფლებისა და კულტურული მრავალფეროვნების თემაზე სკოლის მოსწავლეებთან. ქეთი მესხიშვილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, მონაწილეობას იღებდა შეხვედრაში, ხოლო ლიამან მამედოვა, TDI-ის წარმომადგენელი, მოდერაციას უწევდა დისკუსიას. შეხვედრა ონლაინ დისკუსიების ნაწილს წარმოადგენს მრავალფეროვნების, დისკრიმინაციის, რასიზმისა და სხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით.

ლიამან მამედოვამ მონაწილეებს ინფორმაცია გააცნო პროექტისა და ორგანიზაციის მიზნებისა და საქმიანობის შესახებ. ასევე მონაწილეებს წინასწარ გაუზიარეს ცნობიერების ამაღლების პროექტის ფარგლებში შექმნილი რამდენიმე ვიდეო (კათოლიკე ეკლესია საქართველოში, საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია, ნინა ალიმბარაშვილი და სხვა). მოსამართლემ ისაუბრა მრავალფეროვნებაზე და მის მნიშვნელობაზე საზოგადოებისთვის; ადამიანის უფლებების პატივისცემასა და დაცვაზე განურჩევლად მათი ეთნიკური წარმომავლობისა, რელიგიისა თუ რწმენისა; მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობასა და კანონის წინაშე თანასწორობაზე; აგრეთვე პირდაპირი და არაპირდაპირი დისკრიმინაციის მაგალითებზე.

USAID
Top of Page