COVID-19 Response Grants

COVID-19 Response Grants

Rule of Law and COVID-19

Rule of Law and COVID-19

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

PHR-ის ვებინარი ბავშვები და სასამართლო

28 ოქტომბერი 2020 ვებინარი ბავშვები და სასამართლო

26 ოქტომბერს, ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, USAID/PROLoG-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ბავშვთა მართლმსაჯულების უფლების გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, გამართა მესამე ვებინარი „ბავშვები და სასამართლო.“ ვებინარს PHR-ის მიერ შექმნილი ბავშვთა მრჩეველთა საბჭოს წევრები ესწრებოდნენ. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთი მესხიშვილი, ხოლო ანა აბაშიძე, PHR-ის ხელმძღვანელი მოდერაციას უწევდა დისკუსიას.

ქეთი მესხიშვილმა ისაუბრა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა: ბავშვის უფლებები და სასამართლო; ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია; როგორ შევქმნათ ბავშვზე მორგებული გარემო სასამართლო დარბაზში; როგორ უნდა მოხდეს დავის გადაწყვეტა ბავშვის აზრისა და საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით; რა არის სასამართლოს დანიშნულება. ბავშვები აქტიურად იყვნენ დისკუსიაში ჩართულნი და მოსამართლეს სხვადასხვა კითხვებს უსვამდნენ სასამართლო მოსმენაზე დასწრების, პროცესში ფსიქოლოგის ჩართულობის და ბავშვის უფლებათა ახალი კოდექსის შესახებ. PHR აგრძელებს ვებინარების სერიას ბავშვებისთვის მათი უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, აგრეთვე საშუალებას აძლევს ბავშვებს გამოთქვან მათი შეხედულებები და მოსაზრებები.

 

USAID
Top of Page