COVID-19 Response Grants

COVID-19 Response Grants

Rule of Law and COVID-19

Rule of Law and COVID-19

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

GTUC-მა ონლაინ დისკუსია „შრომის უსაფრთხოება კორონავირუსის პანდემიის დროს“ გამართა

26 ოქტომბერი 2020 GTUC-ის ონლაინ დისკუსია „შრომის უსაფრთხოება კორონავირუსის პანდემიის დროს“

23 ოქტომბერს, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ (GTUC), USAID/PROLoG-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „COVID-19 ვირუსის შედეგად დაზარალებულ დასაქმებულთა სამართლებრივი დახმარება“ ფარგლებში, ონლაინ დისკუსია „შრომის უსაფრთხოება კორონავირუსის პანდემიის დროს“ გამართა. ნიკა კაკაშვილი, GTUC-ის შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენელი, ირაკლი მხეიძე, GTUC-ის იურისტი და მაია მიქაია, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ინსპექტირების სამმართველოს უფროსი მონაწილეობდნენ დისკუსიაში, ხოლო საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, ლევან გოგიტაური მოდერაციას უწევდა შეხვედრას.

მონაწილეებმა ისაუბრეს კორონავირუსთან დაკავშირებულ რეგულაციებსა და რეკომენდაციებზე; წესებზე, რომლებიც დამსაქმებლებმა და დასაქმებულებმა უნდა დაიცვან უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად; და ამ რეგულაციების შესახებ ხალხის ინფორმირების მიზნით განხორციელებულ აქტივობებზე. მაია მიქაიამ ისაუბრა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის, მისი მიზნებისა და ფუნქციების შესახებ, აგრეთვე კორონავირუსის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების თაობაზე. მონაწილეებმა უპასუხეს შეხვედრის მიმდინარეობისას მიღებულ შეკითხვებს უსაფრთხოების სტანდარტებზე, რეკომენდაციების დარღვევით გამოწვეულ ჯარიმებზე, სამუშაო ადგილას უსაფრთხოების უზრუნველყოფის პასუხისმგებლობაზე, იზოლაციასა და ანაზღაურებაზე, სამუშაო დროსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.   

 

USAID
Top of Page