COVID-19 Response Grants

COVID-19 Response Grants

Rule of Law and COVID-19

Rule of Law and COVID-19

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი მასპინძლობს სასამართლოს მეგობრის მოსაზრების პრეზენტაციას

20 ოქტომბერი 2020 თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი მასპინძლობს სასამართლოს მეგობრის მოსაზრების პრეზენტაციას

2020 წლის 20 ოქტომბერს, USAID/PROLoG-ის გრანტის ფარგლებში, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ უმასპინძლა სასამართლოს მეგობრის ორი მოსაზრების ონლაინ პრეზენტაციას. რამდენიმე წელია, თავისუფალი უნივერსიტეტი, ვოშბორნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლასთან თანამშრომლობით, მუშაობს საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენი სასამართლოს მეგობრის მოსაზრებებზე.

მიმდინარე წელს მომზადდა სასამართლოს მეგობრის ორი მოსაზრება. პირველი მოსაზრება  ეხება საქმეს ანი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, რომელიც განიხილავს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის კონსტიტუციურობის საკითხს “საქართველოს სახელმწიფო გერბის ან დროშის შებღალვისთვის“ და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას გამოხატვის თავისუფლებისა და ხელოვნების თავისუფლების ფარგლებში არაეთიკური რეკლამის გავრცელების ან განთავსებისთვის. მეორე მოსაზრება ეხება საქმეს კონსტანტინე ჩაჩანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, რომელიც განიხილავს გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების თავისუფლების მიმართებაში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ჩანაწერის კონსტიტუციურობის საკითხს: „საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა (წვრილმანი ხულოგნობა)- საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს“.

ონლაინ პრეზენტაციას უძღვებოდნენ სამართლის სტუდენტები ვასილ ჟიჟილაშვილი, თორნიკე ბარბაქაძე და მოწვეული ლექტორი გვანცა კვარაცხელია, რომლებმაც ისაუბრეს საქმეების ძირითად სამართლებრივ ასპექტებზე და მოამზადეს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებები. პრეზენტაცია პირდაპირი ჩართვით გადაიცემოდა USAID/PROLoG-ის და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის Facebook გვერდებზე და დაესწრო 197 მონაწილე.

USAID
Top of Page