COVID-19 Response Grants

COVID-19 Response Grants

Rule of Law and COVID-19

Rule of Law and COVID-19

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

USAID/PROLoG მხარს უჭერს გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას საქართველოში

15 ოქტომბერი 2020 ღონისძიების პოსტერი

7 ოქტომბერს, USAID/PROLoG-ის მიერ მხარდაჭერილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენდერისა და სამართლის კვლევითი და სასწავლო მიმართულების ხელმძღვანელის ორგანიზებით გაიმართა ონლაინ საჯარო ლექცია აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე რუთ ბეიდერ გინსბურგის შესახებ: პროფესიონალი, რომელმაც შეცვალა სამართლებრივი გარემო გენდერული თანასწორობისთვის. ონლაინ საჯარო ლექციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ქალბატონმა ლორა ბერგერმა, USAID-ის დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორის მოადგილემ და ქალბატონმა ქეთევან ხუციშვილმა, გენდერისა და სამართლის კვლევითი და სასწავლო მიმართულების ხელმძღვანელმა.  ღონისძიების მიმდინარეობისას ისაუბრეს მოსამართლე გინსბურგის ცხოვრებაზე, როგორც კანონის უზენაესობის, სამართლიანობისა და თანასწორობის გამორჩეულ მხარდამჭერზე. ქალბატონმა ხუციშვილმა ისაუბრა მოსამართლე გინსბურგის მნიშვნელოვან საქმეებზე, მათ შორის პრინციპებზე, რომელიც მან ადრეული კარიერის ეტაპზე შეიძინა და დაწინაურდა მისი შესაძლებლობებით როგორც მეორე და იმ დროისთვის მხოლოდ ერთდაერთი ქალი მოსამართლე, რომელიც აშშ-ის უზენაეს სასამართლოში მუშაობდა. 

ღონისძიება გამოქვეყნდა და ონლაინ საჯარო ლექცია გადაიცა USAID/PROLoG-ის Facebook გვერდზე, რომელიც ნახა 65 000 ადამიანმა. 

ონლაინ საჯარო ლექცია დასრულდა მოსამართლე გინსბურგის სიტყვებით:

„თუ იურისტობას აპირებ პროფესიაში რუტინულად ყოფნით, შენი უნარ-ჩვევების წყალობით ხელოსნის როლში იქნები ...მაგრამ, თუ ნამდვილად გინდა ემსახურო ამ პროფესიას-ფართო პერსპექტივით იმოქმედებ, შენი საზოგადოების საჭიროებებს რომ უწამლო ...იმოქმედებ, რომ იმ ადამიანების ხვედრი მცირედით მაინც გააუმჯობესო, ვისაც შენზე ნაკლებად გაუმართლა. ვფიქრობ, ეს არის აზრიანი ცხოვრება - ცხოვრება არა საკუთარი თავისთვის, არამედ საზოგადოებისთვის“.

USAID
Top of Page