COVID-19 Response Grants

COVID-19 Response Grants

Rule of Law and COVID-19

Rule of Law and COVID-19

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

USAID/PROLoG-ი მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench-Bar) პირველ შეხვედრას უჭერს მხარს

06 ოქტომბერი 2020 USAID/PROLoG-ი მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench-Bar) პირველ შეხვედრას უჭერს მხარს

2020 წლის 2 ოქტომბერს, USAID/PROLoG-მა ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით, მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench-Bar) პირველ შეხვედრას დაუჭირა მხარი, რომელიც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ეხებოდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ნინო ქადაგიძე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ირაკლი შოთაძე, გენერალური პროკურორი და დავით ასათიანი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე. დამსწრე საზოგადოებას USAID-საქართველოს დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური განვითარების დირექტორმა, ბ-ნმა ადამ შმიტმა მიმართა. მან ხაზი გაუსვა მართლმსაჯულების სფეროს წარმომადგენელთა შორის აზრთა გაცვლა-გამოცვლის მნიშვნელობას.

შეხვედრის მონაწილეებმა მსაჯულთა შერჩევასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და გამოხატვის  თავისუფლებისა  და  სამართლიანი  სასამართლოს  უფლების თანაარსებობის უზრუნველყოფის შესახებ იმსჯელეს. მხარეები შემდეგ საკითხებზე შეთანხმდნენ:

  • ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების აუცილებლობა;
  • თვითაცილებაზე მიდგომის გამკაცრება და დასაბუთებული აცილების საფუძვლების მოთხოვნა;
  • სამუშაო ჯგუფების შექმნის აუცილებლობა, სადაც ერთი საკანონმდებლო, ხოლო მეორე  სამართალწარმოების პროცედურების ცვლილებებზე იმუშავებს;
  • ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრების მნიშვნელობა;
  • მეტი სასამართლო დარბაზის მოწყობა, სადაც შესაძლებელი იქნება ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესების ჩატარება.

2020 წლის ივლისში, USAID/PROLoG-მა და ევროპის საბჭომ  საკოორდინაციო საბჭოს შექმნას დაუჭირეს მხარი. იგი წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც მოსამართლეებს, პროკურორებსა და ადვოკატებს მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებზე ღია და თანამშრომლობით გარემოში მსჯელობის საშუალებას აძლევს. USAID/PROLoG-ი მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრების მხარდაჭერას მომავალშიც გეგმავს.

USAID
Top of Page