COVID-19 Response Grants

COVID-19 Response Grants

Rule of Law and COVID-19

Rule of Law and COVID-19

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

PHR 14 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის უფლებებს იცავს

02 ოქტომბერი 2020 PHR 14 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის უფლებებს იცავს

ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, USAID/PROLoG-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ბავშვთა მართლმსაჯულების უფლების გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, იცავდა 14 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის უფლებებს, რომელიც 28 აგვისტოდან ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იმყოფებოდა. PHR-ის თანახმად, ადეკვატური სერვისის არქონის გამო, ბავშვი მოთავსებულ იქნა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, რამდენადაც სარეაბილიტაციო სერვისის გარეშე ოჯახი ვერ იცავდა ბავშვის უსაფრთხოებას და სიცოცხლეს. მისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ოჯახი იძულებული გახდა სასწრაფო დახმარება გამოეძახა, რომელმაც იგი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანა, სხვა ალტერნატივის არ არსებობის გამო. ბავშვი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში განიცდიდა ოჯახისგან იზოლაციით გამოწვეულ ტანჯვას და უარს ამბობდა დედის გარეშე კვებაზე.

დედა წარუმატებლად ცდილობდა ბავშვის საავადმყოფოდან გამოყვანას და იძულებული გახდა მიემართა სასამართლოსთვის. სასამართლომ გაითვალისწინა ოჯახის და PHR-ის ადვოკატების მოთხოვნა: ბავშვისთვის ადეკვატური სარეაბილიტაციო სერვისის შექმნამდე, მთავრობას დაავალა ოჯახისთვის გამოეყოთ ორი პერსონალური ასისტენტი, თერაპიული კვალიფიკაციით, 12 საათის განმავლობაში. სწორედ ამ დახმარების საფუძველზე შეძლებს ბავშვი ფსიქიატრიული საავადმყოფოს დატოვებას და ოჯახში დაბრუნებას. სასამართლოს გადაწყვეტილება წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის, სიცოცხლის, უსაფრთხოების და თანასწორობის უფლების დაცვის მაგალითს; ერთ-ერთი მაგალითი იმისა თუ როგორ აგრძელებს PHR იურიდიული დახმარების გაწევას ბავშვებისა და მათი მეურვეებისთვის.

 

USAID
Top of Page