COVID-19 Response Grants

COVID-19 Response Grants

Rule of Law and COVID-19

Rule of Law and COVID-19

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

დისკუსია საქმეების ელექტრონულად შეტანის თემაზე საქართველოში

18 სექტემბერი 2020 დისკუსია საქმეების ელექტრონულად შეტანის თემაზე საქართველოში

17 სექტემბერს USAID/PROLoG-მა ორგანიზება გაუწია ონლაინ დისკუსიას ელექტრონულ საქმისწარმოებაზე, კერძოდ კი - საქმეების ელექტრონულად შეტანის სისტემაზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში არის დანერგილი. დისკუსიის ორგანიზება მოხდა PROLoG-ის მოსამართლეთა გაცვლითი აქტივობების ფარგლებში და მასში მონაწილეობას იღებდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები.

სასამართლოს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიბლაძემ განიხილა არსებული სისტემა, მისი უპირატესობები და COVID-19 პანდემიის პირობებში განხორციელებული ცვლილებები, როდესაც სისტემა უფასოდ გახდა ხელმისაწვდომი მომხმარებლებისთვის. ადვოკატთა ასოციაციის წევრმა, ქეთევან ანდღულაძემ ისაუბრა მომხმარებლების, კერძოდ, ადვოკატების გამოცდილებაზე. მან ხაზი გაუსვა რამდენიმე ტექნიკურ პრობლემას, რომლებიც აფერხებს მის გამოყენებას და გამოთქვა ადვოკატთა ასოციაციის სურვილი, ჩაერთოს სისტემის გაუმჯობესებისკენ მიმართულ სამუშაო პროცესში. პრეზენტაციების შემდგომ, მონაწილეებმა უპასუხეს ონლაინ სემინარის მაყურებლების შეკითხვებს, რომლებიც პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების ტექნიკურ დეტალებს უკავშირდებოდა.

ღონისძიების მოდერატორი იყო PROLoG-ის მოსამართლეთა გაცვლითი პროგრამების სპეციალისტი, ბაქარ ჯიქია. მან ყურადღება გაამახვილა პროექტის სურვილზე, იმუშაოს თბილისის საქალაქო სასამართლოსა და ადვოკატთა ასოციაციასთან, რათა გაიზარდოს საქმეების ელექტრონულად შეტანის სისტემის ეფექტიანობა და მისი ცნობადობა. მან ასევე დაადასტურა, რომ აღნიშნულ საკითხზე მუშაობა იქნება თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ერთად შექმნილი სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთი პრიორიტეტი.

USAID
Top of Page