COVID-19 Response Grants

COVID-19 Response Grants

ადვოკატირების გრანტები

ადვოკატირების გრანტები

Rule of Law and COVID-19

Rule of Law and COVID-19

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

EMC-ის იურისტები ხულოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდნენ

31 აგვისტო 2020 EMC-ის წარმომადგენელი თამთა მიქელაძე ესაუბრება ადგილობრივ მოსახლეობას

24-25 აგვისტოს USAID/PROLoG-ის ხელშეწყობით, EMC-ის წარმომადგენლები მობილური კლინიკის ფარგლებში რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენლებს ხულოსა და ღორჯომში შეხვდნენ. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა უფასო იურიდიული დახმარების გაწევა და ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემების იდენტიფიცირება.

USAID/PROLoG-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, EMC-მ მობილური იურიდიული კლინიკა დააფუძნა, სადაც იურისტი აქტიურად მუშაობს მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები რელიგიური უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხებზე. თბილისიდან ჩასულმა იურისტთა ჯგუფმა ადგილობრივად მომუშავე იურისტთან ერთად ხულოში მცხოვრები ქალებისათვის საინფორმაციო შეხვედრა/ტრენინგი მოაწყვეს ქალთა უფლებებსა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, აგრეთვე ადგილობრივ მოსახლეობას იურიდიული კონსულტაციის გაწევა შესთავაზეს. საინფორმაციო შეხვედრისას, სადაც 15 ქალი მონაწილეობდა, ინფორმაცია მიეწოდათ ოჯახში ძალადობის, მსხვერპლთა უფლებებისა და დაცვის არსებული მექანიზმების შესახებ.

ადგილობრივმა მოსახლეობამ მიმართა EMC-ს იურიდიული კონსულტაციისთვის გენდერული და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციისა და ძალადობის, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რეგისტრაციის საკითხებზე. შეხვედრებისას მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს თემში არსებულ სოციალურ პრობლემებს და სხვადასხვა რესურსებსა და სერვისებზე წვდომის შეზღუდულობას ხულოში.

 

USAID
Top of Page