COVID-19 Response Grants

COVID-19 Response Grants

Rule of Law and COVID-19

Rule of Law and COVID-19

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

ტრენერთა ტრენინგი მოსამართლეებისთვის სექსუალურ შევიწროებაზე

11 აგვისტო 2020 ტრენერთა ტრენინგი მოსამართლეებისთვის სექსუალურ შევიწროებაზე

8-10 აგვისტოს, იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან თანამშრომლობით, USAID/PROLoG-მა ორგანიზება გაუწია ტრენერთა ტრენინგს საერთო სასამართლოების მოსამართლეებისთვის. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს USAID-საქართველოს დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური განვითარების დირექტორმა, ადამ შმიტმა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყავაძემ. ტრენინგს უძღვებოდნენ საერთაშორისო ექსპერტი, პატრიცია ნუნანი და ადგილობრივი ექსპერტი, მარიამ გაიპარაშვილი, რომელთაც შეიმუშავეს ტრენინგ-მოდული.

ტრენინგს ესწრებოდა ოთხი მოსამართლე. პატრიცია ნუნანმა განიხილა თემები, როგორიცაა საერთაშორისო სტანდარტები - ანტიდისკრიმინაციული ჩარჩო, სამუშაო ადგილზე და საჯარო სივრცეში დისკრიმინაცია და სექსუალური შევიწროება. მარიამ გაიპარაშვილმა მიმოიხილა საქართველოს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა და პრაქტიკა, ასევე, დისკრიმინაციის აკრძალვა ქართული კანონმდებლობით. ექსპერტებმა მონაწილეებს წარუდგინეს არაერთი სცენარი და მაგალითი და მისცეს საშუალება აქტიურად ყოფილიყვნენ ჩართული განხილვაში. ტრენინგის მესამე დღეს, რომელიც ონლაინ ჩატარდა, საერთაშორისო ექსპერტმა ისაუბრა სწავლების მეთოდებსა და სტრატეგიებზე, ასევე, მონაწილეებმა გაიარეს პრაქტიკული სავარჯიშოები.

ტრენერთა ტრენინგის შედეგად, მოსამართლე-ტრენერები შეძლებენ შეიმუშაონ სასწავლო კურსი  სამუშაო ადგილზე და საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების რეგულირების და სამართალწარმოების შესახებ, რათა ჩაუტარონ ტრენინგი მოსამართლეებს, იუსტიციის მსმენელებს და სასამართლოს პერსონალს.  USAID/PROLoG გეგმავს, სექტემბერში, ორგანიზება გაუწიოს მსგავს ტრენინგს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისათვის.

USAID
Top of Page