COVID-19 Response Grants

COVID-19 Response Grants

Rule of Law and COVID-19

Rule of Law and COVID-19

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

USAID/PROLoG-ი იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებისთვის ბავშვის უფლებების შესახებ პირველ ონლაინ ტრენინგებს უჭერს მხარს

05 აგვისტო 2020 USAID/PROLoG-ი იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებისთვის ბავშვის უფლებების შესახებ პირველ ონლაინ ტრენინგებს უჭერს მხარს

2020 წლის ივლის-აგვისტოში, USAID/PROLoG-ის გრანტის ფარგლებში, იურიდიული დახმარების სამსახურმა ბავშვის უფლებების შესახებ ადვოკატებისა და კონსულტანტების, ასევე საზოგადოებრივი რეესტრის მოწვეული ადვოკატების სამი ჯგუფისთვის ონლაინ ტრენინგებს გაუკეთა ორგანიზება.

2019 წლის სექტემბერში საქართველოს პარლამენტმა ბავშვის უფლებების შესახებ ახალი კოდექსი დაამტკიცა, რომელიც ბავშვის უფლებებისა და თავისუფლების საკითხებს არეგულირებს და მხარდაჭერის შესაბამისი სისტემების ფუნქციონირებისთვის სამართლებრივ ჩარჩოს ქმნის. კოდექსი მართლმსაჯულების სისტემაში მოღვაწე ყველა პირისგან, ვისაც ბავშვთან აქვს კონტაქტი, სპეციალური ინტერდისციპლინური ტრენინგების გავლას მოითხოვს.  USAID/PROLoG-მა UNICEF-ის მიერ შექმნილი ტრენინგ-მოდული განაახლა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებისთვის ტრენერთა ტრენინგი ჩაატარა. გადამზადებული ადვოკატები იურიდიული დახმარების სამსახურის ტრენერებიც არიან. განახლებული ტრენინგ-მოდული ოთხდღიან კურსს მოიცავს, საიდანაც 2 დღე სამართლებრივ ასპექტებს, ხოლო დანარჩენი დღეები კი ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის ჩართულობას გულისხმობს. ტრენინგენბში მონაწილეობა 87-მა ადვოკატმა მიიღო, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონს წარმოადგენენ.

USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით პარტნიორმა ორგანიზაციებმა, რომელთა შორის იურდიული დახმარების სამსახურიცაა, პროგრამა „Zoom Education“-ის ერთწლიანი მომსახურება შეიძინეს, რისი საშუალებითაც ონლაინ ტრენინგების ჩატარებაა შესაძლებელი. დისტანციური სწავლების პლატფორმა  საშუალებას მისცემს სამსახურს, რათა მან ეფექტიანად გააგრძელოს ოპერირება და საკუთარ ბენეფიციარებს ტრენინგები ნაკლები დანახარჯებითა და მეტი მოქნილობით შესთავაზოს.

 

USAID
Top of Page