Rapid Response Grants

Rapid Response Grants

Rule of Law and COVID-19

Rule of Law and COVID-19

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

USAID/PROLoG-ი საქართველოს არბიტრთა ასოციაციას დისციპლინური წარმოების გაუმჯობესებაში ეხმარება

31 ივლისი 2020 USAID/PROLoG-ი საქართველოს არბიტრთა ასოციაციას დისციპლინური წარმოების გაუმჯობესებაში ეხმარება

2020 წლის 28-30 ივლისს, ჯეიმს მოლიტერნომ, USAID/PROLoG-ის ექსპერტმა ეთიკის საკითხებში საქართველოს არბიტრთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისა და მომკვლევებისთვის, რომელთაგანაც ბევრი ახალია და ამ მიმართულებით ნაკლები გამოცდილება აქვს, ონლაინ ტრენინგი ჩაატარა. 

საქართველოს არბიტრთა ასოციაციამ, რომელიც არბიტრთა პროფესიული თვითრეგულირების ერთადერთი გაერთიანებაა საქართველოში, ეთიკის კოდექსი PROLoG-ის წინამორბედი „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის“ (JILEP) დახმარებით მოამზადა. გასული წლის განმავლობაში არბიტრაჟისადმი ინტერესი გაიზარდა, განსაკუთრებით კი ეს „ბიზნესი ბიზნესს“ ტიპის საარბიტრაჟო საქმეებს ეხება. შესაბამისად, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ საარბიტრაჟო პრაქტიკის განვითარება ეთიკური და პროფესიული სტანდარტების უკეთ დაცვით განხორციელდეს.

ბატონმა მოლიტერნომ დიციპლინური წარმოების დაწყების საფუძვლებზე, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის შემთხვევაში დისციპლინური წარმოების დაწყებაში მომკვლევის როლზე, კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას პროპორციულობის ტესტის გამოყენებაზე, მოკვლევისას ახლადგამოვლენილ გარემოებებზე, მომკვლევსა და კომისიას შორის კომუნიკაციის წესებსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილებების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ექსპერტმა აღნიშნა, რომ ეთიკის კოდექსი და დისციპლინური წარმოების წესები მაღალ დონეზე შედგენილი დოკუმენტებია და რომ ისინი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის გამოცდილებას ეფუძნება.

სოფიო ტყემალაძემ, საქართველოს არბიტრთა ასოციაციის თავმჯდომარემ ბატონ მოლიტერნოს ღირებული გამოცდილებისა და სასარგებლო რჩევების გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა.  

USAID
Top of Page