Rapid Response Grants

Rapid Response Grants

Rule of Law and COVID-19

Rule of Law and COVID-19

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

TDI-მ დოკუმენტი „რელიგიური ქონების რესტიტუციის პოლიტიკა საქართველოში“ წარადგინა

31 ივლისი 2020 რესტიტუციის პოლიტიკის დოკუმენტის ონლაინ პრეზენტაცია

30 ივლისს, USAID/PROLoG-ის ხელშეწყობით, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) ანგარიშის „რელიგიური ქონების რესტიტუციის პოლიტიკა საქართველოში“ ონლაინ განხილვა გამართა. მარიამ ღავთაძემ, TDI-ის სტრატეგიული სამართალწარმოების პროგრამის დირექტორმა და გიორგი ჩხეიძემ, USAID/PROLoG-ის პროგრამის ხელმძღვანელმა მისასალმებელი სიტყვით მიმართეს მსმენელებს. გიორგი ნონიაშვილმა წარმოადგინა ანგარიშის ძირითადი მიგნებები. სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელმა ბექა მინდიაშვილმა ისაუბრა რელიგიური ქონების რესტიტუციასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც:

  • ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო, ამიერკავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი;
  • ეპისკოპოსი მარკუს შოხი, ევანგელურ-ლუთერული ეკლესია საქართველოში;
  • მერაბ ჩანჩალაშვილი, საქართველოს ებრაელთა კავშირის ხელმძღვანელი;
  • მიხეილ ავაქიანი, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წარმომადგენელი და
  • ჯამბულ აბულაძე, ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე.

დოკუმენტი მიმოიხილავს რელიგიური გაერთიანებების ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს და ევროპული ქვეყნების გამოცდილებას. XX საუკუნეში, საბჭოთა ხელისუფლებამ საქართველოში არსებულ რელიგიურ ჯგუფებს ჩამოართვა როგორც რელიგიური, ისევე არარელიგიური დანიშნულების ქონება (საკულტო ნაგებობები, სასაფლაოები, სკოლები, მიწები და ა.შ.). დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ სახელმწიფომ საქაღთველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას დაუბრუნა ქონება, თუმცა სომეხთა სამოციქულო, კათოლიკე, ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიებს, მუსლიმ და იუდეურ თემს დღემდე არ დაბრუნებიათ ჩამორთმეული ქონების უდიდესი ნაწილი. აღსანიშნავია, რომ ამ რელიგიური ნაგებობების დიდი ნაწილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია, რომლებსაც, რამდენადაც ისტორიულ და რელიგიურ მესაკუთრეებს არ დაბრუნებიათ, განადგურების საფრთხე ემუქრებათ. დოკუმენტი ასევე ასახავს საქართველოში რესტიტუციის პოლიტიკის გასატარებლად შესაძლო გზებს და სახელმწიფოს შესაბამის რეკომენდაციებს სთავაზობს.

 

USAID
Top of Page