Rapid Response Grants

Rapid Response Grants

Rule of Law and COVID-19

Rule of Law and COVID-19

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

USAID/PROLoG მხარს უჭერს საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალის პუბლიკაციას

21 ივლისი 2020 USAID/PROLoG მხარს უჭერს საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალის პუბლიკაციას

20 ივლისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ორგანიზებით, გაიმართა ონლაინ პრეზენტაცია და დისკუსია USAID/PROLoG-ის მიერ მხარდაჭერილი ჟურნალის - „საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა“ მე-14 ნომრის შესახებ.

ჟურნალი ერთობლივად დაარსდა 2009 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ და მას შემდეგ გახდა საქართველოში ერთადერთი სამეცნიერო პუბლიკაცია სამართლის სფეროში. ჟურნალი ორენოვანია და იძლევა სამეცნიერო დებატების შესაძლებლობას კონსტიტუციური სამართლისა და საჯარო პოლიტიკის შესახებ, რაც უზრუნველყოფს აზრთა მრავალფეროვნებას აქტუალურ საკითხებზე. ჟურნალი მიზნად ისახავს აკადემიური დიკუსიის კულტურის შემოტანას და განვითარებას, უზრუნველყოფს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოების გადაწყვეტილების სრულყოფილ ანალიზს კონსტიტუციური მნიშვნელობის საკითხებზე. მიმდინარე წლის ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიების პრეზენტაციას და განხილვას უძღვებოდა პროფესორი და სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარე, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. ქართველმა, ისევე როგორც ევროპული სამართლის ექსპერტებმა და სტატიების ავტორებმა განიხილეს შემდეგი თემები: ა) ლიბერალიზმი და საგანგებო მდგომარეობა აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში; ბ) COVID-19-ი და ადამიანის უფლებების ევროპული კონვენცია; და გ) საგანგებო მდგომარეობა და საქართველოს კონსტიტუციური წესრიგი. პრეზენტაცია პირდაპირი ჩართვით გადაიცემოდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და PROLoG-ის Facebook გვერდებზე.

USAID
Top of Page