Rapid Response Grants

Rapid Response Grants

Rule of Law and COVID-19

Rule of Law and COVID-19

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საია წარმოადგენს სასამართლოს მონიტორინგის შედეგებს

21 ივლისი 2020 საია წარმოადგენს სასამართლოს მონიტორინგის შედეგებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია), USAID-PROLoG-ის მხარდაჭერით, მოამზადა ონლაინ ღონისძიებათა სერია სასამართლოს მონიტორინგის მე-14 ანგარიშის წარსადგენად, რომელიც მოიცავს 5 საქალაქო/რაიონული სასამართლოსა და ორივე სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეებს 2019 წლის მარტიდან 2020 წლის თებერვლის ჩათვლით. პრეზენტაციები გადაიცა საიასა და პროლოგის ფეისბუქ გვერდებზეც, რომ საჯაროდ ყოფილიყო ხელმისაწვდომი.

საიამ ცალკე ღონისძიებები მიუძღვნა ცალკეულ დიდ თემებს:

  • 10 ივლისი - სასამართლო პანდემიის დროს;
  • 14 ივლისი -  სასამართლო კონტროლი ჩხრეკა-ამოღების და წინასწარი დაკავების დროს;
  • 16 ივლისი - ნარკოტიკული დანაშაულები.

გიორგი ჩხეიძემ, USAID-PROLoG-ის ხელმძღვანელმა, გახსნა დისკუსია, რომელმაც მოიცვა დაინტერესებული მხარეების ფართო სპექტრი, მათ შორის სასამართლო, პროკურატურა, იურიდიული დახმარების გამწევი ორგანიზაციები, პარლამენტი და სამოქალაქო საზოგადოება.

საიას შეფასებით, ქართულმა მართლმსაჯულებამ შეძლო დროული ადაპტირება პანდემიით გამოწვეულ შეზღუდვებთან და მალე დაიწყო დისტანციური/ელექტრონული სასამართლო სხდომები. თუმცა, პირველი თვის განმავლობაში მაინც, ეს სხდომები დახურული იყო მხარეების გარდა სხვა პირებისათვის. მას მერე, რაც საიას რამდენიმე სასამართლომ მისცა დისტანციურ სხდომებზე ჩართვის საშუალება, სასამართლოთა უმრავლესობამ ამაზე უარი თქვა, რაც სასამართლო სისტემის არაერთგვაროვან მიდგომაზე მიუთითებს. საიას მონიტორინგმა გამოავლინა მოწმის დაკითხვასთან, მტკიცებულებათა გამოკვლევასთან და ბრალდებულისა და ადვოკატის ურთიერთობის კონფიდენციალობის დაკავშირებული პრობლემები. ეს საკითხები უნდა გაითვალისწინოს სასამართლომ და სახელმწიფომ იმისათვის, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება უკეთ იყოს დაცული, თუკი პანდემია კვლავ მოითხოვს დისტანციური პროცესების ფართომასშტაბიან დაბრუნებას.

საის დაკვირვებით, პროკურატურა კვლავაც განაგრძობს ჩხრეკა-ამოღებას გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, სასამართლოს წინასწარი ორდერის გარეშე. ბოლო ორი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კრიტიკულად არის გაზრდილი სასამართლოში დაკავებულის სტატუსით ბრალდებულების მიყვანის მაჩვენებელი. მოსამართლეები უმეტესად საჯაროდ არ განიხილავენ დაკავების კანონიერებას და დაკავებას ძირითადად ძალაში ტოვებენ, შესაბამისი დასაბუთების გარეშე. აღკვეთის ყველაზე მძიმე ღონისძიებების - გირაოსა და დაკავების- დაკისრება ძალიან მაღალია და ალტერნატიული ღონისძიებები თითქმის არასდროს არ გამოიყენება. ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება კვლავაც უკიდურესად იშვიათია.

ნარკოტიკულ დანაშაულებთან დაკავშირებით, საიას დაკვირვებით, აღკვეთის ღონისძიებებთან დაკავშირებით პროკურატურის შუამდგომლობები და სასამართლოს გადაწყვეტილებები უფრო ნაკლებადაა დასაბუთებული, და დაკისრებული ჯარიმების ოდენობა უფრო მაღალია, ვიდრე სხვა საქმეებში.

დისკუსიების გარდა, საიამ 20 ივლისს მოაწყო პრეს-კონფერენცია სასამართლოში საქმეთა გაჭიანურებასა და დაუსაბუთებელ სისწრაფეზე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ზოგიერთ საქმეზე. პროცესების გაჭიანურება უკვე წლებია პრობლემაა და მდგომარეობის გაუმჯობესების ნიშნებიც არ არის. სხდომების დაგვიანებისა და გადადების გარდა, საია ასევე აღნიშნავს, რომ რამდენიმე მაღალი ინტერესის საქმეზე წლებია უკვე გადაწყვეტილება არ გამოუტანიათ, მაშინ როცა ზოგიერთი სხვა საქმე გაუმართლებლად დააჩქარეს იმდენად, რომ დაცვის მხარეს მომზადების ადეკვატური საშუალება არ მიეცა. ეს ყველაფერი კი აღძრავს სასამართლოს სხდომების და გადაწყვეტილებების დროულობის პოლიტიკური მოტივაციების ეჭვებს.

USAID
Top of Page