COVID-19 Response Grants

COVID-19 Response Grants

Rule of Law and COVID-19

Rule of Law and COVID-19

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ და საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ხელი მოაწერეს მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) შექმნის შესახებ მემორანდუმს

16 ივლისი 2020 საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ და საქართველოს მთავარმა პროკურორმა ხელი მოაწერეს  მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) შექმნის შესახებ მემორანდუმს

2020 წლის 16 ივლისს საქართველოში მართლმსაჯულების ინსტიტუტების  - სასამართლოს, პროკურატურის და ადვოკატთა ასოციაციის - ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) შექმნის შესახებ მემორანდუმს. 

USAID/PROLoG და ევროპის საბჭომ მხარი დაუჭირა საკოორდინაციო საბჭოს შექმნას, რაც წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც საშუალებას აძლევს მოსამართლეებს, პროკურორებს და ადვოკატებს ღია და თანამშრომლობით გარემოში ნგანიხილონ და იმსჯელონ მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებზე.  

USAID-საქართველოს დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური განვითარების დირექტორმა ბ-ნ ადამ შმიტმა მიმართა დამსწრე საზოგადოებას და ხაზი გაუსვა მსგავსი პლატფორმის ინსტიტუციონალიზაციის მნიშვნელობას, რაც საშუალებას აძლევს მხარეებს შეთანხმდნენ ერთიან წესებზე და ერთგვაროვანი ფორმატით ჩაატარონ შეხვედრები.  მან მოიყვანა ციტატა USAID/PROLoG ექსპერტის ბ-ნ ალან ფრიდმანის მიერ მომზადებული შეფასებიდან, სადაც იგი აღნიშნავს, რომ „მართლმსაჯულების სამართლიანი განხორციელება კანონის უზენაესობის ქვაკუთხედია. მართლმსაჯულებაში მონაწილე თითოეულ მხარეს ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ითანამშრომლონ იმისთვის, რომ მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკა, გეგმები და პროცედურები ემსახურებოდეს მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესებას და ამყარებდეს მოქალაქეების ნდობას ამ სისტემის და მისი როლის მიმართ გადაწყვიტონ სამართლებრივი დავები“.

ქ-ნ ნინო ქადაგიძემ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ბ-ნ ირაკლი შოთაძემ, გენერალური პროკურორი და ბ-ნ დავით ასათიანმა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას და გამოხატეს მზაობა ითანამშრომლონ მართლმსაჯულების უკეთესი ორგანიზების და ქვეყანაში კანონის უზენაესობის დამკვიდრების მიზნით. 

USAID
Top of Page