COVID-19 Response Grants

COVID-19 Response Grants

Rule of Law and COVID-19

Rule of Law and COVID-19

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

USAID/PROLoG-ი იურიდიული დახმარების სამსახურის დონორთა საკოორდინაციო შეხვედრას უჭერს მხარს

13 ივლისი 2020 USAID/PROLoG-ი იურიდიული დახმარების სამსახურის დონორთა საკოორდინაციო შეხვედრას უჭერს მხარს

2020 წლის 10 ივლისს, USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით, იურიდიული დახმარების სამსახურის საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების შეხვედრა გაიმართა, სადაც  მიმდინარე და სამომავლო რეფორმების წარდგენა მოხდა. რაჟდენ კუპრაშვილმა, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა ხაზი გაუსვა დონორებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და შემდეგი რეფორმების პრეზენტაცია წარადგინა:

  • სასაწავლო ცენტრის განვითარება;
  • გაწეული იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების წესი და კრიტერიუმები;
  • სპეციალიზებულ ადვოკატთა რეესტრის შექმნას  და ადვოკატების გადამზადება;
  • ადვოკატების თანაბარი დატვირთულობის უზრუნველყოფის ახალი სისტემის დანერგვა;
  • დისტანციური სამართალწარმოების დანერგვა;
  • ადვოკატების საქმისწარმოებისა და ანგარიშგების ახალი წესების დანერგვა;
  • სამსახურის საქმისწარმოების ელექტრონული სისტემები;
  • ადამიანური რესურსების მართვის რეფორმა;
  • საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრის რეგისტრირებული ადვოკატების საქმიანობის მოწესრიგება;
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის რეფორმა;
  • სამსახურის დოკუმენტბრუნვისა და დოკუმენტების შენახვისა და განადგურების სისტემის მოწესრიგება;
  • რადიო გადაცემა „სამართლებრივი რჩევები“;
  • საბიუჯეტო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ დადგენილი სტანდარტების დანერგვა.

გიორგი ჩხეიძემ, USAID/PROLoG-ის პროგრამის ხელმძღვანელმა დადებითად შეაფასა უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემის განვითარების მიმართულებით მიმდინარე რეფორმები და მიესალმა სამსახურის და საბჭოს მიერ იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების წესის და კრიტერიუმების დამტკიცებას 2020 წლის 4 ივლისს, რაც ხელს შეუწყობს სოციალურად დაუცველი პირებისთვის კვალიფიციური იურიდიული მომსახურების გაწევას. დონორთა საკოორდინაციო შეხვედრის დროს იურიდიული დახმარების სამსახურის საბჭოს წევრებისა და მისი ახლადარჩეული თავმჯდომარის, რამაზ ჩინჩალაძის მიერ მოხდა გაწეული იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილების ხელმოწერა.

USAID/PROLoG-ი იურიდიული დახმარების სამსახურის ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებასა და მისი ადვოკატების მიერ საქართველოს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის გაწეული იურიდიული დახმარების ხარისხის გაუმჯობესებაზე 2015 წლიდან მუშაობს.

USAID
Top of Page