COVID-19 Response Grants

COVID-19 Response Grants

Rule of Law and COVID-19

Rule of Law and COVID-19

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

USAID/PROLoG-ი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის კომიტეტების მუშაობას უჭერს მხარს

01 ივლისი 2020 USAID/PROLoG-ი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის კომიტეტების მუშაობას უჭერს მხარს

2020 წლის 29 ივნისს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მართლმსაჯულების და სასამართლო რეფორმების კომიტეტმა USAID/PROLoG-ის ექსპერტთან, ჩარლზ გარსიასთან ონლაინ შეხვედრა გამართა, რომლის მიზანიც ასოციაციის კომიტეტების მუშაობის შესახებ დისკუსია იყო. შეხვედრას 15 მონაწილე, მათ შორის, მართლმსაჯულებისა და სასამართლო რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარე, კომიტეტის კოორდინატორი და წევრები ესწრებოდნენ. 

ლოლა კურკუმულმა, კომიტეტის თავმჯდომარემ და სოფიო სოხაძემ, კომიტეტის წევრმა მოსამართლეთა შერჩევის პროცესში ასოციაციის როლსა და ამ საკითხთან მიმართებაში კომიტეტის მიერ გაწეულ სამუშაოზე ისაუბრეს. მათ მოკლედ აღწერეს საქართველოში მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როლი. კომიტეტის წევრებმა ბატონ გარსიას შეკითხვები დაუსვეს იმ როლის შესახებ, რომლის შესრულებაც წევრებს კომიტეტის გაძლიერების მიმართულებით შეუძლიათ, ასევე განიხილეს, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ასოციაციის მენეჯმენტის მხრიდან კომიტეტის სამუშაოს მხარდაჭერა. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ კომიტეტი ექსპერტისათვის კითხვებს წარმოადგენს, რომლებსაც იგი წერილობით ან მომავალი შეხვედრის დროს უპასუხებს. 

ასოციაციაში 20 მუდმივმოქმედი კომიტეტი არსებობს. თითოეული კომიტეტი 25 წევს აერთიანებს, რომლებიც აღმასრულებელი საბჭოს მიერ 2 წლის ვადით არიან დამტკიცებულები. კომიტეტების მუშაობას შემდეგი მიზნები აქვს:

  • ასოციაციის ყოველდღიურ საქმიანობაში წევრთა ჩართულობის უზრუნველყოფა; 
  • ასოციაციის ინსტიტუციური გაძლიერების მხარდაჭერა;
  • ასოციაციის ინტერესების დაცვა და მათი შესაბამის ინსტიტუტებში წარდგენა;
  • ასოციაციის წევრთა საკანონმდებლო და მართლმსაჯულების რეფორმებში მონაწილეობის მხარდაჭერა;
  • მართლმსაჯულების ეფექტურ მართვასა და კანონის უზენაესობის განმტკიცების საქმეში ასოციაციის მონაწილეობის უზრუნველყოფა.

ასოციაციის კომიტეტების მუშაობის გაძლიერება USAID/PROLoG-ის მიერაა მხარდაჭერილი, რაც იმგვარი სისტემის შემუშავებას ისახავს მიზნად, რომლის მეშვეობითაც ასოციაცია საკუთარ წევრებთან რეგულარული და ეფექტური კომუნიკაციის ქონას შეძლებს, მოხდება კომიტეტების მიერ გაწეული სამუშაოს ხარისხის გაუმჯობესება და შემუშავებული იქნება ისეთი წესები და პროცედურები, რომლებიც კომიტეტების წამყვან საკანონმდებლო რეფორმებში მონაწილეობას უზრუნველყოფს, რაც ხარისხის შეფასებებსა და რეკომენდაციების შემუშავებაში იქნება გამოხატული. USAID/PROLoG-ი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან 2015  წლიდან მუშაობს, რაც მისი შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.    

USAID
Top of Page