COVID-19 Response Grants

COVID-19 Response Grants

Rule of Law and COVID-19

Rule of Law and COVID-19

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ დისკუსია გამართა

30 ივნისი 2020 TDI-ის დისკუსია „რასიზმი და უცხოელთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში“

26 ივნისს, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI), USAID/PROLoG-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „მრავალფეროვნების სახეები: ტოლერანტობისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში გამართა ონლაინ შეხვედრა „რასიზმი და უცხოელთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში“ ქუთაისის საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებთან. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა თამარ გურჩიანი, USAID/ACCESS-ის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე და ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ხოლო ეკა ჭითანავა, TDI-ის დირექტორი, მოდერაციას უწევდა დისკუსიას.

ეკა ჭითანავამ მონაწილეებს ინფორმაცია გააცნო პროექტისა და ორგანიზაციის მიზნებისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე ისაუბრა რასიზმისა და ეთნიკური დისკრიმინაციის შესახებ მომზადებული ვიდეოს შესახებ. თამარ გურჩიანმა ისაუბრა რასიზმზე, რასობრივი დისკრიმინაციის მაგალითებზე, რასიზმზე ინდივიდუალურ და სტრუქტურულ დონეზე, აგრეთვე მის იმპლიციტურ და ექსპლიციტურ ფორმებზე. თამარ გურჩიანმა აგრეთვე გააკეთა პრეზენტაცია და მოკლე მიმოხილვა რასიზმისა ამერიკის ისტორიაში. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი დისკუსიაში და გამოთქვეს მათი მოსაზრებები. აღნიშნული შეხვედრა რიგით მეორე იყო ონლაინ დისკუსიების სერიიდან სტუდენტების, მასწავლებლებისა და ფართო საზოგადოებისთვის დისკრიმინაციაზე, ქსენოფობიაზე, რასიზმსა და სხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით.

 

USAID
Top of Page