COVID-19 Response Grants

COVID-19 Response Grants

Rule of Law and COVID-19

Rule of Law and COVID-19

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

ვებინარი თემაზე - სექსუალური შევიწროების მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების შესრულება

17 ივნისი 2020 ვებინარი თემაზე - სექსუალური შევიწროების მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების შესრულება

16 ივნისს, USAID/PROLoG -ის მხარდაჭერით და პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით გაიმართა საკოორდინაციო შეხვედრა თემაზე - სექსუალური შევიწროების მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების შესრულება. მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს USAID-ის დემოკრატიის მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორმა, ადამ შმიტმა, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა, ნინო წილოსანმა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა, საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ,  საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, ლელა აქიაშვილმა.

სამუშაო ადგილზე და საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების მარეგულირებელი კანონის მიღებიდან ერთი წელი გავიდა. შეხვედრის მიზანი იყო იმ საკითხების განხილვა თუ რამდენად ასრულებს კანონი თავდაპირველ მიზანს, როგორ მუშაობს და რა პრაქტიკა დაინერგა.  გენდერული თანასწორობის საბჭოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, ფინანსური ჩართულობის კომპანია - კრისტალის წარმომადგენლებმა ისაუბრეს სექსუალური შევიწროების მარეგულირებელი ნორმების შესრულების პროცესში მიღწეულ შედეგებსა და გამოწვევებზე.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევა, მათ შორის, მტკიცებულებების ნაკლებობა და ძალადობის ჩამდენი პირის გამოვლენის პროცესი, და იმსჯელეს გაუმჯობესების გზებზე. საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ სექსუალური შევიწროების ფაქტებთან დაკავშირებით სახალხო დამცველისადმი მიმართვიანობა გაიზარდა. სახალხო დამცველისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით პოლიციელებს უტარდებათ ტრენინგები, სექსუალური შევიწროების შესახებ მგრძნობელობის გაზრდის მიზნით. შეხვედრის მიმდინარეობისას გამოიკვეთა ისეთი მნიშვნელოვანი საჭიროებები, როგორიცაა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, სავარაუდო მსხვერპლის მიმართ სოლიდარობის გამოცხადება, ასევე, ორგანიზებისთვის მხარდაჭერა სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების ფაქტებზე რეაგირების და რეგულირების შიდა მექანიზმების შემუშავების მიზნით.

USAID/PROLoG აგრძელებს სხვადასხვა აქტივობების - ტრენინგების, ცნობიერების ამაღლების კამპანიების, განათლების მიმართულების მხარდაჭერას, სექსუალური შევიწროების მარეგულირებელი ნორმების ეფექტურად შესრულების უზრუნველყოფის მიზნით.

USAID
Top of Page