COVID-19 Response Grants

COVID-19 Response Grants

Rule of Law and COVID-19

Rule of Law and COVID-19

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია წამყვანი ქართული უნივერსიტეტების სამართლის ფაკულტეტების სტუდენტებთან კარიერის შესახებ საუბრებს იწყებს

17 ივნისი 2020 საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია წამყვანი ქართული უნივერსიტეტების სამართლის ფაკულტეტების სტუდენტებთან  კარიერის შესახებ საუბრებს იწყებს

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიამ საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების სამართლის ფაკულტეტების სტუდენტებთან კარიერის შესახებ საუბრების ჩატარება დაიწყო. საუბრების მიზანი ეთიკის კომისიის წევრების მიერ სტუდენტების ადვოკატის ეთიკური მოვალეობებისა და მათ სამუშაოზე პროფესიული ეთიკის გავლენის შესახებ ინფორმირებაა.  საერთო ჯამში ამგვარი 6 საუბრის ორგანიზება იგეგმება.   

ასოციაციამ საუბრების დაწყება ონლაინ რეჟიმში გადაწყვიტა და ივნისში 2 შეხვედრის ორგანიზება მოხდა. პირველი საუბარი საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში 11 ივნისს ჩატარდა და მას ბესარიონ ბოხაშვილი უძღვებოდა, ხოლო მეორე საუბარს, რომელიც ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებთან 16 ივნისს გაიმართა, პრაქტიკოსი ადვოკატი კონსტანტინე გელაშვილი უძღვებოდა.

კარიერის შესახებ საუბრები Facebook-ის დახმარებით გაიმართა, სადაც სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ შეკითხვები და დაეზუსტებინათ, თუ რას წარმოადგენს ზოგიერთი ეთიკური ვალდებულება. კითხვა-პასუხის სესიას მოდერაციას თამარ ხუბულური, ეთიკის კომისიის აპარატის უფროსი იურისტი უწევდა. სტუდენტებსა და კომისიის წევრებს შორის საუბრები საინტერესოდ წარიმართა, რასაც სტუდენტების, პროფესორებისა და სპიკერების მხრიდან დადებითი შეფასება მოყვა. დარჩენილი 4 შეხვედრა შემოდგომის სემესტრის დროს გაიმართება.

კარიერის შესახებ საუბრები ასოციაციის ეთიკის კომისიის მიერ USAID/PROLoG-ის გრანტის ფარგლებში იმართება, რომლის მიზანიც ასოციაციის ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობაა და იგი სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ეთიკის კომისიის მხარდაჭერა; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინსტიტუციური გაძლიერება და განგრძობადი იურიდიული განათლების პროგრამის საშუალებით ადვოკატირების უნარ-ჩვევების განმტკიცება. USAID/PROLoG-ი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შესაძლებლობების გაძლიერებაზე 2015 წლიდან მუშაობს.

USAID
Top of Page