COVID-19 Response Grants

COVID-19 Response Grants

Rule of Law and COVID-19

Rule of Law and COVID-19

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

USAID/PROLoG ორგანიზებას უწევს ონლაინ სამუშაო შეხვედრას ელექტრონულ საქმისწარმოებასთან დაკავშირებთ

17 ივნისი 2020 USAID/PROLoG ორგანიზებას უწევს ონლაინ სამუშაო შეხვედრას ელექტრონულ საქმისწარმოებასთან დაკავშირებთ

16 ივნისს, USAID/PROLoG-მა ორგანიზება გაუწია სამუშაო შეხვედრას სარჩელების ელექტრონულად შეტანის სისტემასთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმომადგენლები და კოლეგები აშშ-დან. საქართველოდან შეხვედრას ესწრებოდნენ მოსამართლეები ვერა დობორჯგინიძე, ხათუნა ჯინორია, ვალერიანე ფილიშვილი, ნათია მერაბიშვილი და სასამართლოს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის უფროსი, მარიამ ჯიბლაძე. ჩრდილოეთ კაროლინადან სამუშაო შეხვედრაში ჩაერთნენ ნორმან ადრიან უიგინსის სამართლის სკოლის დეკანი და ყოფილი ფედერალური მოსამართლე, რიჩ ლეონარდი და შტატის აღმოსავლეთ ოლქის გაკოტრების საქმეთა სასამართლოს მენეჯერის მოადგილე, კრისტინ კასტელო.

კოლეგებმა წარმოადგინეს საკუთარი გამოცდილება ფედერალურ სასამართლოებში ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვასთან დაკავშირებით, რაც ითვლება ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ IT პროექტად მართლმსაჯულების სისტემაში. მიუხედავად ამისა, მათ აღნიშნეს, რომ სხვადასხვა სასამართლოებში პროგრამაში მრავალი სხვადასხვა სახის ცვლილებების დაშვება და ელექტრონული საქმისწარმოების არასავალდებულო ხასიათის დიდი ხნით შენარჩუნება მნიშვნელოვან რისკებთან არის დაკავშირებული. რიჩ ლეონარდმა ასევე აღნიშნა, რომ სრულფასოვანი საქმეთა მართვის ელექტრონული სისტემის გარეშე, მხოლოდ სარჩელების ელექტრონულად შეტანა ვერ გააუმჯობესებს სასამართლოს ეფექტიანობას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის უფროსმა, მარიამ ჯიბლაძემ, წარმოადგინა სასამართლოს გამოცდილება სარჩელების ელექტრონულად შეტანის სისტემის დანერგვასთან და პანდემიის პირობებში მის გამოყენებასთან დაკავშირებით. ქალბატონმა ჯიბლაძემ აღნიშნა, რომ სისტემაზე უფასო წვდომა შენარჩუნდება სასამართლოში ჩვეული რეჟიმის აღდგენის შემდგომ და ახლო მომავალში ცვლილებები აღნიშნულთან მიმართებაში არ იგეგმება. ქართველმა მოსამართლეება აღნიშნეს, რომ სისტემა უფრო მეტმა ადვოკატმა უნდა გამოიყენოს აქტიურად, რისთვისაც სასარგებლო იქნებოდა ადვოკატთა კორპუსთან მეტი მუშაობა მოცემული მიმართულებით.

USAID
Top of Page