COVID-19 Response Grants

COVID-19 Response Grants

Rule of Law and COVID-19

Rule of Law and COVID-19

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა წარადგენს ანგარიშს გამოხატვის თავისუფლებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის დაცვის შესახებ

17 ივნისი 2020 საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა წარადგენს ანგარიშს გამოხატვის თავისუფლებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის დაცვის შესახებ

12 ივნისს, USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) წარადგინა ანგარიში, რომელიც ეხება გამოხატვის თავისუფლებისა და მოსამართლეთა დამოუკიდებლობის დაცვას. ადამ შმიდტმა, USAID/საქართველოს დემოკრატიის, მმართველობის და სოციალური განვითრების ოფისის დირექტორმა მონაწილეობა მიიღო ონლაინ კონფერენციის გახსნაში. ანგარიში მომზადდა ერთწლიანი კვლევის შედეგად, რომლის დროს შესწავლილ იქნა საერთაშორისო სტანდარტები, ქართული კანონმდებლობა და საერთაშორისო და ადგილობრივი პრაქტიკა, რომელიც უკავშირდება ორი მნიშვნელოვანი და წინააღმდეგობრივი ფასეულობის - გამოხატვის თავისუფლებისა და მოსამართლეთა და სასამართლოს ღირსების დაცვას. კვლევა პასუხობს კითხვას, უნდა შეიზღუდოს თუ არა გამოხატვის თავისუფლება მოსამართლეების და სასამართლოს კრიტიკის ან სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევაში და რა საფრთხეები ახლავს ამგვარ შეზღუდვებს. GDI-ის წარმომადგენლების გარდა პრეზენტაციაში მონაწილეობას იღებდნენ პროფესორი დირკ ვურჰუფი და დოქტორი ინგერ ჰოედტ-რასმუსენი, ჰოლანდიელი ექსპერტები Legal Human Academy-დან. მათ დახმარება გაუწიეს  GDI-ს კვლევის პროცესში. დისკუსიაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ნინო ბაქაქურმა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ და ბესარიონ ლოლაძემ, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ. GDI-მ ქართველ მოსამართლეებს დაურიგა ანგარიშის და მისი შემოკლებული ვერსიის - სახელმძღვანელო დოკუმენტის ბეჭდური ვერსიები.

USAID
Top of Page