COVID-19 Response Grants

COVID-19 Response Grants

Rule of Law and COVID-19

Rule of Law and COVID-19

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

TDI-მ რასიზმისა და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციაზე მომზადებული ვიდეო წარადგინა

08 ივნისი 2020 TDI დისკუსია და ვიდეოს პრეზენტაცია

4 ივნისს, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI), USAID/PROLoG-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „მრავალფეროვნების სახეები: ტოლერანტობისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში წარადგინა რასიზმისა და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციაზე მომზადებული ვიდეო. გიორგი ჩხეიძემ, USAID/PROLoG-ის პროგრამის ხელმძღვანელმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა მსმენელებს. TDI-ის დოკუმენტური ვიდეოს გმირმა შრი-ლანკელმა ტარაკა შრინათა დუნუვილანმა და ისტორიკოსმა ლაშა ბაქრაძემ მონაწილეობა მიიღეს დისკუსიაში, ხოლო TDI-ის დირექტორი ეკა ჭითანავა მოდერაციას უწევდა დისკუსიას. ვიდეო მოიცავდა შემდეგ საკითხებს:

  • რა არის რასიზმი და რასა;
  • ცნების სხვადასხვა განმარტება/ინტერპრეტაცია საბუნებისმეტყველო და სოციალური მეცნიერებების მიერ;
  • რასიზმისა და ქსენოფობიის ისტორიული საფუძვლები და გავლენა.

მიუხედავად იმისა, რომ რასიზმი თანამედროვე საზოგადოებამ დაგმო, დღეს იგი მაინც გვხვდება; რასისტული, ქსენოფობიური და ნეოფაშისტური ჯგუფები ისევ ძლიერდებიან მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც. დისკუსიისას, ტარაკა დუნუვილანმა ისაუბრა ბინადრობის ნებართვასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, აგრეთვე ქართულ სტუმართმოყვარეობასა და ქვეყანაში მის რამდენიმეწლიან ცხოვრებისა და მუშაობის გამოცდილებზე. ლაშა ბაქრაძემ ისაუბრა რასიზმის, სტერეოტიპების, იმ თეორიების შესახებ, რამაც მყარი საფუძველი ჩაუყარა რასიზმს - მაგალითად ვოლტერის შეხედულებები და იდეები - და რასობრივი დისკრიმინაციის მაგალითებზე საქართველოსა და მსოფლიოში.

 

USAID
Top of Page