COVID-19 Response Grants

COVID-19 Response Grants

Rule of Law and COVID-19

Rule of Law and COVID-19

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

USAID/PROLoG-მა საქართველოს მედიატორთა ასოციაციაზე მიზნობრივი გრანტი გასცა

03 ივნისი 2020 USAID/PROLoG-მა საქართველოს მედიატორთა ასოციაციაზე მიზნობრივი გრანტი გასცა

USAID/PROLoG-მა სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციაზე“ პირველი მიზნობრივი გრანტი გასცა. ორგანიზაცია 2019 წლის დეკემბერში მედიაციის შესახებ ახალი კანონის საფუძველზე დაფუძნდა და იგი მედიატორთა თვითრეგულირებას ახორციელებს. COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის ფონზე განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით, PROLoG-მა, ვირუსით გამოწვეული ზემოქმედების შერბილების მიზნით, მიზნობრივი გრანტების გაცემა გადაწყვიტა.

როცა COVID-19-ის გავრცელების გამო საქართველოს მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, დისტანციური მედიაციის ფორმალურად შემოღება მოხდა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთან თანამშრომლობით დავათა ონლაინ გადაწყვეტის ახალი პლატფორმა შეიქმნა, რამაც სამოქალაქო საქმეებზე მოდავე მხარეებს საქმის დისტანციურად განხილვის საშუალება მისცა.  პლატფორმის დახმარებით 55 აკრედიტირებულ მედიატორს Webex-ის საკუთარი ანგარიში აქვს და ონლაინ მედიაციის ჩატარება შეუძლია.   

გრანტის საშუალებით მედიატორთა ასოციაცია ოფისის აღჭურვილობასა და კომპიუტერულ ტექნიკას შეიძენს, რათა მედიაციის ონლაინ სესიების ჩატარება და სისტემაში საქმეთა მართვა განახორციელოს. აღსანიშნავია, რომ მედიაცია, რომელიც დავის ალტერნატიული გადაწყვეტის მექანიზმს წარმოადგენს, სასამართლოთა საქმეებისგან განტვირთვასაც ემსახურება.

 

USAID
Top of Page