Rapid Response Grants

Rapid Response Grants

Rule of Law and COVID-19

Rule of Law and COVID-19

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

GTUC-მა ონლაინ დისკუსია „კომპენსაციის გაცემა და შრომითი უფლებების დარღვევა პანდემიის დროს“ გამართა

01 ივნისი 2020 GTUC-ის ონლაინ დისკუსია

29 მაისს, USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ (GTUC) ონლაინ დისკუსია „კომპენსაციის გაცემა და შრომითი უფლებების დარღვევა პანდემიის დროს“ გამართა. GTUC-ის წარმომადგენლები რაისა ლიპარტელიანი და თამარ გაბისონია მონაწილეობდნენ დისკუსიაში, ხოლო საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, ლევან გოგიტაური მოდერაციას უწევდა შეხვედრას. შეხვედრა მიზნად ისახავდა ინფორმაცია მიეწოდებინათ როგორც ბოლო პერიოდის განმავლობაში დაგროვილ საკითხებზე, აგრეთვე შეხვედრის მიმდინარეობისას მიღებულ შეკითხვებზე.

რაისა ლიპარტელიანმა ისაუბრა კომპენსაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. პანდემიის პერიოდში უამრავი ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩა, თვითდასაქმებულთა ჩათვლით, რომელთა დიდი ნაწილი ვერ შეძლებს კომპენსაციის მიღებას სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული რეგულაციების გამო. აგრეთვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს ადამიანები ისედაც მოწყვლად კატეგორიას განეკუთვნებოდნენ, პანდემიამ კი უფრო მეტად დაამძიმა ვითარება, განსაკუთრებით ქალებისთვის, რომლებიც შრომით ურთიერთობების მხრივ ხშირად აწყდებიან პრობლემებს. თამარ გაბისონიამ ისაუბრა შრომითი უფლებების დარღვევებზე, რომელთა წინაშეც აღმოჩნდნენ დასაქმებულები პანდემიის დროს: შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა სხვადასხვა საფუძვლით; პროცედურები, რომლებიც უნდა დაიცვან დამსაქმებლებმა გათავისუფლების შემთხვევაში და თანამშრომლები, რომლებიც მათი თანხმობის გარეშე არაანაზღაურებად შვებულებაში იყვნენ გაშვებულნი. მათ აგრეთვე შესთავაზეს მსმენელებს იურიდიული დახმარების გაწევა და მზადყოფნა გამოთქვეს დახმარებოდნენ პანდემიის შედეგად დაზარალებულებს.

USAID
Top of Page