COVID-19 Response Grants

COVID-19 Response Grants

Rule of Law and COVID-19

Rule of Law and COVID-19

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

იურიდიული დახმარების სამსახური დისტანციურ ტრენინგებს აგრძელებს

15 მაისი 2020 იურიდიული დახმარების სამსახური დისტანციურ ტრენინგებს აგრძელებს

2020 წლის 15 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურმა, USAID/PROLoG-ის გრანტის ფარგლებში, მორიგი ტრენინგი ჩაატარა.  გრანტი, ადვოკატების უნარ-ჩვევების გაძლიერების გზით, სამსახურის ინსტიტუციურ განვითარებას ისახავს მიზნად.

ტრენინგების მეორე რაუნდი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა გამოყენებას მიეძღვნა და მას ყოფილი მოსამართლე ირაკლი ადეიშვილი უძღვებოდა. ტრენინგის დროს განხილული იქნა შემდეგი საკითხები:

  • მე-5 და მე-8 მუხლების გამოყენების არეალი;
  • პატიმრობის კანონიერება და თავისუფლების კანონიერი აღკვეთა მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად; გრანტიები თავისუფლებააღკვეთილ პირთათათვის; უკანონო პატიმრობის შემთხვევაში კომპენსაციის მიღების უფლება;
  • მე-8 მუხლის სტრუქტურა; პირადი და ოჯახური ცხოვრება; საცხოვრისი და მიმოწერა;
  • ევროსასამართლოს საქართველოსთან მიმართებაში არსებული პრეცედენტული სამართალი; და
  • იურიდიული დახმარების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, პრეცედენტების, როგორც დამატებითი არგუმენტების გამოყენება სასამართლოში.

ტრენინგში მონაწილეობა სამსახურის 20 ადვოკატმა მიიღო. ტრენინგის დასაწყისში მონაწილეებს მიმართეს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილემ ნინო მელაძემ და PROLoG-ის პროექტის ხელმძღვანელმა გიორგი ჩხეიძემ. სამსახურის ადვოკატების მეორე ჯგუფის ტრენინგი 2020 წლის 22 მაისისთვის იგეგმება.  

USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით პარტნიორმა ორგანიზაციებმა, რომელთა შორის იურდიული დახმარების სამსახურიცაა, პროგრამა „Zoom Education“-ის ერთწლიანი მომსახურება შეიძინეს, რისი საშუალებითაც ონლაინ ტრენინგების ჩატარებაა შესაძლებელი. დისტანციური სწავლების პლატფორმა  საშუალებას მისცემს სამსახურს, რათა მან ეფექტიანად გააგრძელოს ოპერირება და საკუთარ ბენეფიციარებს ტრენინგები ნაკლები დანახარჯებითა და მეტი მოქნილობით შესთავაზოს.

USAID
Top of Page