COVID-19 Response Grants

COVID-19 Response Grants

Rule of Law and COVID-19

Rule of Law and COVID-19

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

ონლაინ შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის წარმომადგენლებს და USAID/PROLoG-ის ექსპერტ თომაშ ქადარს შორის

13 მაისი 2020 ონლაინ შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის წარმომადგენლებს და USAID/PROLoG-ის ექსპერტ თომაშ ქადარს შორის

13 მაისს, USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით გაიმართა ონლაინ შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის განყოფილების წარმომადგენლებს  და  საერთაშორისო ექსპერტ თომაშ ქადარს შორის. ექსპერტი ეხმარება სახალხო დამცველის თანასწორობის დეპარტამენტს სამწლიანი სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში, რაც უზრუნველყოფს დეპარტამენტის საქმიანობის უფრო ეფექტურ განხორციელებას.

შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს მოსაზრებები თანასწორობის დეპარტამენტის ძირითადი მიღწევების და ძლიერი მხარეების შესახებ, შემდგომი გაუმჯობესების მიზნით. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ისაუბრა  იმ სფეროებზე, რომელზეც დეპარტამენტმა უნდა გაამახვილოს ყურადღება, მათ შორის, ლგბტიქ თემის დისკრიმინაციაზე, ასევე, სექსუალური შევიწროების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით რეგიონალური  შეხვედრების გაგრძელების და სექსუალური შევიწროების რეგულირების საკითხთან დაკავშირებით საკოორდინაციო შეხვედრების ჩატარების აუცილებლობაზე.

პროკურატურის წარმომადგენელის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია სახალხო დამცველის ოფისის მიერ საკანონმდებლო ცვლილებებისა და წინადადებების შესახებ, აგრეთვე, შშმ პირთა დაკითხვის შესახებ რეკომენდაციების და მოსაზრებების გაზიარება. მან ხაზი გაუსვა ცნობიერების ამაღლების კამპანიებში სახალხო დამცველის ოფისის უფრო აქტიურად ჩართვის აუცილებლობას.

USAID/PROLoG გააგრძელებს თომაშ ქადარსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის ონლაინ შეხვედრების მხარდაჭერას, თანასწორობის დეპარტამენტის განვითარების შესახებ მოსაზრებების გაზიარების მიზნით.

USAID
Top of Page