Rapid Response Grants

Rapid Response Grants

Rule of Law and COVID-19

Rule of Law and COVID-19

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ დისკუსია გამართა

14 მაისი 2020 ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის ონლაინ დისკუსია

12 მაისს, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI), USAID/PROLoG-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „მრავალფეროვნების სახეები: ტოლერანტობისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში გამართა ონლაინ შეხვედრა სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებთან. დისკუსიაში მონაწილეობას იღებდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი და  TDI-ის მიერ წინა პროექტის ფარგლებში მომზადებული ვიდეოების გმირები ნანო სარალიშვილი და ლიამან მამედოვა.

ეკატერინე ჭითანავამ, TDI-ის დირექტორმა, მონაწილეებს გააცნო ინფორმაცია ორგანიზაციის მიზნების, საქმიანობისა და პლატფორმის „მრავალფეროვნების სახეები“ შესახებ. ქეთი მესხიშვილმა ხაზი გაუსვა მოსამართლეთა როლს უმცირესობების წარმომადგენელთა უფლებების დაცვაში, ხოლო დანარჩენმა მომხსენებლებმა მსმენელებს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და მოსაზრებები დისკრიმინაციისა და თანასწორობის შესახებ. მოსწავლეები და მასწავლებელი აქტიურად იყვნენ დისკუსიაში ჩართულნი და ისაუბრეს ტოლერანტობაზე, მრავალფეროვნებაზე, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებზე საქართველოში, რასიზმზე და სხვა მნიშვნელოვან თემებზე. აღნიშნული შეხვედრა პირველი იყო დისკუსიების სერიიდან. პანდემიით გამოწვეული ვითარების გამო, TDI გამართავს ონლაინ დისკუსიებს სტუდენტების, მასწავლებლებისა და ფართო საზოგადოებისთვის დისკრიმინაციაზე, ქსენოფობიაზე, რასიზმსა და სხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით.

USAID
Top of Page