Rapid Response Grants

Rapid Response Grants

Rule of Law and COVID-19

Rule of Law and COVID-19

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას „მრავალფეროვნების სახეები: ტოლერანტობისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის ხელშეწყობა საქართველოში”

19 მარტი 2020 ნინა ალიმბარაშვილი, TDI-ის ვიდეოს გმირი

USAID/PROLoG აქტიურად მუშაობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით და მისი ხელშეწყობით ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) დაიწყო ახალი პროექტის განხორციელება „მრავალფეროვნების სახეები: ტოლერანტობისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის ხელშეწყობა საქართველოში“. პროექტის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება დისკრიმინაციის პრობლემებთან დაკავშირებით, რომელთაც რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები და საქართველოში მცხოვრები უცხოელები აწყდებიან.

TDI აქტიურად მუშაობდა დისკრიმინაციის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით USAID/PROLoG-ის მიერ დაფინასებული პროექტის „მრავალფეროვნებისა და რელიგიათაშორისი დიალოგის ხელშეწყობა, უმცირესობებისა და ქალების გაძლიერება“ მეშვეობით. პროექტის ფარგლებში შეიქმნა უმცირესობათა წარმომადგენლების ვიდეო და ფოტო ისტორიები, საგანმანათლებლო სტატიები რელიგიური და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ და სხვა მულტიმედია პროდუქტები, რომლებიც გადმოგვცემენ ინდივიდუალურ ისტორიებს უმცირესობების წარმომადგენლების ცხოვრებისეული სირთულეების შესახებ. პროექტის ფარგლებში TDI-მ შექმნა 36 მულტიმედია პროდუქტი: 12 დოკუმენტური ვიდეო, 5 გრაფიკული ვიდეო, 13 ფოტო ისტორია და 6 სტატია სხვადასხვა რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლების შესახებ, რომლებიც ცხოვრობენ ან სწავლობენ საქართველოში.

TDI-მ აგრეთვე შექმნა სოციალური მედია პლატფორმა - „მრავალფეროვნების სახეები“. პლატფორმა ასახავს იმ სისტემურ პრობლემებს, მათ შორის დისკრიმინაციას და იზოლაციას, რომელთაც რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები განიცდიან საქართველოში. პლატფორმამ დიდი პოპულარობა და ჯამში 10,231 მოწონება მოიპოვა. მასზე განთავსებულ პროდუქტებს აზიარებენ სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები, სტუდენტები, პოლიტიკოსები და სხვანი. 

19 მარტს, USAID/PROLoG-ის მიერ დაფინანსებული ახალი პროექტის ფარგლებში TDI-მ მოამზადა ვიდეო, რომელიც წარმოგვიდგენს ნინა ალიმბარაშვილს, რომელიც უნივერსიტეტში ებრაისტიკას სწავლობდა. იგი დედით ებრაელი, მამით ქართველია. ვიდეო გვიჩვენებს თუ როგორ აღმოაჩინა მან თავიდან საკუთარი იდენტობა, აგრეთვე გარემოს და დამოკიდებულებებს ებრაელების მიმართ საქართველოში. TDI აგრძელებს მუშაობას და პროექტის განმავლობაში სხვადასხვა მულტიმედია პროდუქტებს წარმოგვიდგენს.

USAID
Top of Page