COVID-19 Response Grants

COVID-19 Response Grants

Rule of Law and COVID-19

Rule of Law and COVID-19

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

USAID/PROLoG მხარს უჭერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს სამართლის დარგობრივი მახასიათებლების დოკუმენტის შემუშავებაში

19 მარტი 2020 USAID/PROLoG მხარს უჭერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს სამართლის დარგობრივი მახასიათებლების დოკუმენტის შემუშავებაში

მარტის დასაწყისში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა შექმნა სამართლის დარგობრივი მახასიათებლების საბჭო, რომელიც შედგება სამართლის სკოლების, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, იუსტიციის უმაღლესი სკოლის, ნოტარიუსთა პალატისა და მთავარი პროკურატურის 14 წარმომადგენელისგან. საბჭოს წევრები მარტივად ადაპტირდნენ COVID-19-ით გამოწვეულ შეზღუდვებთან და 17 მარტს, დარგობრივი მახასიათებლების დოკუმენტის დამტკიცების მიზნით, დისტანციურად გამართეს პირველი შეხვედრა. მოსალოდნელია, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მარტის ბოლოს დაამტკიცებს  დარგობრივი მახასიათებლების დოკუმენტს. აღნიშნული დარგობრივი მახასიათებლები იქნება გამოყენებული როგორც სახელმძღვანელო დოკუმენტი საქართველოში 2020 წელს სამართლის პროგრამების აკრედიტაციის დროს.

2019 წელს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა შექმნა ექსპერტთა სამუშაო ჯგუფი 2011 წლის სამართლის დარგობრივი მახასიათებლების დოკუმენტის განახლებისა და ახალ ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩო დოკუმენტთან მისი შესაბამისობის მიზნით. USAID/PROLoG ექსპერტის ჩართულობით დაეხმარა სამუშაო ჯგუფს. ბატონი რიჩარდ გრაიმსი,  ბრიტანეთის იურიდიული განათლების გამოცდილი ექსპერტი, იყო ჩართული საქართველოში სამართლის პროგრამების  დარგობრივი მახასიათებლების დოკუმენტის შემუშავების პროცესში. ბატონი გრაიმსის დახმარებით სამუშაო ჯგუფმა მიაღწია შეთანხმებას სადავო საკითხებსა და განმარტებებზე, რომელიც გათვალისწინებული იქნება დოკუმენტში. 

სამართლის დარგობრივი მახასიათებლების დოკუმენტი გააუმჯობესებს საქართველოში სამართლის პროგრამების აკრედიტაციის პროცესს და ხელს შეუწყობს გამჭვირვალე და ერთიანი კრიტერიუმების შემუშავებას საგანმანათლებლო პროგრამების შეფასებისას. ის ასევე, ხელს შეუწყობს უნარებისა და კომპეტენციების აღიარებას, და გამოიწვევს  სწავლების შედეგებზე ორიენტირებას ქართულ განათლებაში.

USAID
Top of Page