COVID-19 Response Grants

COVID-19 Response Grants

Rule of Law and COVID-19

Rule of Law and COVID-19

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დისკრიმინაციის პრევენციის მიზნით დადგენილება მიიღო

18 მარტი 2020 ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დისკრიმინაციის პრევენციის მიზნით დადგენილება მიიღო

27 იანვარს, საქართველოს სახალხო დაცველმა აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან სექსუალური ორიენტაციისა და საქმიანობის სფეროს ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა. 2019 წლის 18 მაისს, „იდენტობა“-ს (ლგბტ+ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია) მიერ ორგანიზებული ლექცია „17 მაისი - თავისუფლების ილუზია“ ჩაიშალა. ორგანიზატორები თავდაპირველად ლექციის გამართვას უნივერსიტეტის აუდიტორიაში გეგმავდნენ, თუმცა ლექციის წინა დღეს უნივერსიტეტმა შეატყობინა მათ, რომ დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების გამო ვერ დაუთმობდნენ აუდიტორიას. „იდენტობა“-მ შემდგომ სივრცის გამოყოფის თხოვნით ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას მიმართა, თუმცა თავდაპირველი თანხმობის შემდგომ, მოთხოვნა უარყოფილ იქნა.

2019 წლის 30 მაისს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით, „იდენტობა“-მ მიმართა სახალხო დამცველს ბათუმის უნივერსიტეტისა და საჯარო ბიბლიოთეკის მიმართ, რომელმაც სექსუალური ორიენტაციისა და საქმიანობის სფეროს ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა. სახალხო დამცველის მიხედვით, მოპასუხე ორგანიზაციები სათანადო ყურადღებით არ მოეკიდნენ დაგეგმილი ღონისძიების ჩატარების საკითხს და არ შეეცადნენ ხელი შეეწყოთ ორგანიზატორისთვის, რათა ლექციის გამართვა არ ჩაშლილიყო. სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა მათ, რომ შეიმუშავონ დისკრიმინაციის აკრძალვის და პრევენციის პოლიტიკის შიდა დოკუმენტი და მომავალი საქმიანობა წარმართონ თანასწორობის პრინციპის დაცვით.

შედეგად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოსცა დადგენილება, რომლის თანახმად: უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებს მიეცათ რეკომენდაცია, იმოქმედონ კანონმდებლობისა და შიდა რეგულაციების შესაბამისად, რათა გამოირიცხოს თანამშრომლების ქმედების დისკრიმინაციულ მოპყრობად აღქმა; უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებს დაევალათ წარადგინონ წინადადებები/მოსაზრებები უნივერსიტეტში დისკრიმინაციის შესაძლო საფრთხეების შეფასების, აღკვეთისა და პრევენციის შესახებ და დაიგეგმა ცვლილებების შეტანა უნივერსიტეტში ღონისძიებების გამართვის მარეგულირებელ წესში. 

USAID
Top of Page