COVID-19 Response Grants

COVID-19 Response Grants

Rule of Law and COVID-19

Rule of Law and COVID-19

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მოსამართლეთა შერჩევის პროცესში მონაწილეობის საკითხს ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით განიხილავს

17 მარტი 2020 საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მოსამართლეთა შერჩევის პროცესში მონაწილეობის საკითხს ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით განიხილავს

2020 წლის 13 მარტს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ მართლმსაჯულებისა და სასამართლო რეფორმების კომიტეტის პირველი ონლაინ შეხვედრა გამართა, რაც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ ჯგუფის მეშვეობით წარიმართა. იგი მოსამართლეთა შერჩევის პროცესში ასოციაციის როლის შესახებ რეკომენდაციების შემუშავებას ეძღვნებოდა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ კომიტეტის წევრები: ეკა ლომიძე, ხატია ყურუა, ანა ხუფენია, ეკა გეწაძე, ნინო ანდრიაშვილი, შორენა კაპანაძე, ლოლა კურკუმული და სოფიო სოხაძე. შეხვედრას თამთა დევდარიანი, კომიტეტის კოორდინატორი უძღვებოდა.

კომიტეტი დოკუმენტის შინაარსზე შეთანხმდა, რომელიც შემდეგი თავებისაგან იქნება შედგენილი:

  1. მოსამართლეთა შერჩევის პროცესის ზოგადი მიმოხილვა;
  2. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის როლი მოსამართლეთა შერჩევის პროცესში;
  3. მოსამართლეთა შერჩევის პროცესში ასოციაციის მონაწილეობის გამოწვევები და დადებითი ასპექტები;
  4. მოსამართლეთა შერჩევის პროცესში მომავალში ასოციაციის როლის გაზრდის შესახებ რეკომენდაციები.

თავების განაწილება კომიტეტის იმ წევრებს შორის მოხდა, რომლებიც დოკუმენტის თავდაპირველ ვერსიას შეიმუშავებენ. კომიტეტის მომდევნო შეხვედრა აპრილის მეორე ნახევარში იგეგმება.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ რეკომენდაციის შემუშავება USAID/PROLoG-ის გრანტითაა მხარდაჭერილი, რომლის მიზანიც ასოციაციის ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობაა და იგი სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ეთიკის კომისიის მხარდაჭერა; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინსტიტუციური გაძლიერება და განგრძობადი იურიდიული განათლების პროგრამის საშუალებით ადვოკატირების უნარ-ჩვევების განმტკიცება.  USAID/PROLoG-ი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან 2015 წლიდან მუშაობს, რაც მისი შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.   

COVID-19 ვირუსის გავრცელების გამო, USAID/PROLoG-ი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ. ისინი მიიჩნევენ, რომ „სოციალური დისტანცირება“ ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ საუკეთესო  გზაა.

USAID
Top of Page