Rapid Response Grants

Rapid Response Grants

Rule of Law and COVID-19

Rule of Law and COVID-19

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

USAID/PROLoG-ი მედიაციის შესახებ პილოტურ ტრენინგს უჭერს მხარს

02 მარტი 2020 USAID/PROLoG-ი მედიაციის შესახებ პილოტურ ტრენინგს უჭერს მხარს

2020 წლის 29 თებერვალსა და 1 მარტს, USAID/PROLoG-მა იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან თანამშრომლობით, მედიაციის შესახებ ორდღიან პილოტურ ტრენინგს დაუჭირა მხარი, რომელიც მოსამართლეებს ჩაუტარდათ. ტრენინგ-პროგრამაში თორმეტმა მოსამართლემ მიიღო მონაწილეობა, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა სასამართლოებს წარმოადგენდნენ. პროგრამა PROLoG-ის მხარდაჭერით და საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების - ალეშ ზალარისა და სოფიო ტყემალაძის ჩართულობით მომზადდა. ტრენინგს  უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ალექსანდრე წულაძე და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები - ირაკლი კოპალიანი და ზაალ მარუაშვილი უძღვებოდნენ, რომლებმაც რამდენიმე დღით ადრე, PROLoG-ის ექსპერტების მონაწილეობით ჩატარებული ტრენერთა ტრენინგი გაიარეს.

ტრენინგის დროს განხილული იქნა მედიაციის ისეთი მნიშვნელოვანი თეორიული და პრაქტიკული ასპექტები, როგორებიცაა განსხვავება სასამართლოში მორიგებასა და მედიაციას შორის; მედიაციის არსი; საქმის მედიატორისთვის გადაცემა; მედიაციის სამართლებრივი ჩარჩო; სამედიაციო მორიგებების აღსრულება და სხვა საკითხები. ტრენინგის მონაწილეებს საშუალება მიეცათ ახალი უნარები როლური თამაშებისა და იმიტირებული პროცესების ფორმატში გამოეცადათ.

ტრენინგის დროს სამმა მოსამართლემ აღნიშნა, რომ ისინი PROLoG-ის გაცვლითი პროგრამის მონაწილეები იყვნენ. მათი თქმით, ისინი აშშ-ში სასწავლო ვიზიტის დროს მედიაციის სესიებს დაესწრნენ, რაც კურსისთვის მნიშვნელოვანი სარგებელია.

მედიაციის შესახებ მორიგი ტრენინგები 2020 წლის განმავლობაში გაგრძელდება, რომლებსაც PROLoG-ის ორგანიზებით ჩატარებული ტრენერთა ტრენინგისა და პილოტური ტრენინგის შედეგად გადამზადებული მოსამართლე-ტრენერები იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაუძღვებიან. 

USAID
Top of Page