შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

USAID/PROLoG-ი მედიაციის შესახებ მოსამართლეთა ტრენერთა ტრენინგს უჭერს მხარს

31 იანვარი 2020 ტრენერთა ტრენინგი მოსამართლეებისთვის მედიაციის შესახებ

2020 წლის 29-30 იანვარს, იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან თანამშრომლობით,  USAID/PROLoG-მა  მედიაციის შესახებ ტრენერთა ტრენინგს გაუკეთა ორგანიზება, რომელიც ქართველ მოსამართლეთა ჯგუფს ჩაუტარდა. ტრენინგი მიზანად ისახავდა: სპეციალური კურსის შემუშავებას, რომელიც ქართველ მოსამართლეებს მედიაციის შესახებ ახალ კანონს გააცნობს; მოსამართლეთა გადამზადებას, რათა ქართული სასამართლოების მიერ ახლად დამტკიცებული რეგულაციების  თანმიმდევრული გამოყენება მოხდეს და ტრენერი მოსამართლეების ჯგუფის მომზადებას, რათა მათ აღნიშნული კურსით გათვალისწინებული ტრენინგები მომავალში კოლეგებს ჩაუტარონ. 

სწავლებას ალეშ ზალარი და სოფო ტყემალაძე, PROLoG-ის საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები უძღვებოდნენ, რომლებმაც ტრენინგ-მოდული, დეტალური სილაბუსი და კურსის საკითხავი მასალა შეიმუშავეს. უნდა აღინიშნოს, რომ ორივე ექსპერტი საქართველოში მედიაციის სამართლებრივი ჩარჩოს შემუშავების პროცესში აქტიურად იყო ჩართული.

ტრენინგის დროს განხილული იქნა შემდეგი საკითხები: განსხვავება სასამართლოში მორიგებასა და მედიაციას შორის; მედიაციის არსი; ფორმალურ და არაფორმალურ მართლმსაჯულებას შორის ურთიერთობის ევროპული სტანდარტები; საქმის მედიატორისთვის გადაცემა; მედიაციის სამართლებრივი ჩარჩო; სამედიაციო მორიგებების აღსრულება, სწავლების მეთოდოლოგია და სხვა საკითხები.

საბოლოო ეტაპზე, ტრენერი მოსამართლეები მონაწილეობას მიიღებენ პილოტურ ტრენინგში, სადაც მედიაციის შესახებ კურსის კოლეგებისთვის გაცნობა მოხდება.

USAID
Top of Page