შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

USAID/PROLoG მხარს უჭერს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16 დღიან კამპანიას

17 დეკემბერი 2019 16 დღიანი კამპანია

USAID/PROLoG-მა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი კამპანია დაიწყო, გენდერული ნიშნით ძალადობისა და საქართველოში ქალთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით. კამპანია ყოველწლიურად 25 ნოემბრიდან (ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე) 10 დეკემბრამდე (ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე) იმართება. კამპანიის ფარგლებში ჩატარდა შემდეგი ღონისძიებები: 

საჯარო ლექცია სამართლის სტუდენტებისთვის სექსუალური შევიწროების რეგულირების თემაზე: ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” წარმომადგენელმა ისაუბრა სექსუალური შევიწროების დეფინიციასა და ფორმებზე, არსებულ მექანიზმებსა და საქმეებზე, მტკიცებულებათა შეგროვებასა და სექსუალური შევიწროების თაობაზე არსებულ სტატისტიკურ მონაცემებზე. 

ტელესერიალის „დაუჯერებელი“ პირველი სერიის ჩვენება და დისკუსია: ღონისძიება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა მიმართულების ხელმძღვანელის მიერ იყო ორგანიზებული. ტელესერიალი ნამდვილ ამბავზე არის დაფუძნებული, რომელიც  ProPublica-ს და The Marshall Project-ის წყალობით გახდა ცნობილი. იგი 18 წლის გაუპატიურების მსხვერპლის ისტორიას მოგვითხრობს და აჩვენებს, თუ რა გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, თუკი სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემა მას სათანადოდ არ ეპყრობა. შეხვედრაზე გახსნითი სიტყვით გამოვიდა USAID-ის დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ლორა ბერგერი.

ტრენინგი ქალთა შრომითი უფლებებისა და სამუშაო ადგილზე გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის თაობაზე: საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ ტრენინგი გამართა ზუგდიდში სხვადასხვა სექტორში დასაქმებულ ქალებთან შემდგომ საკითხებზე: შრომის კანონმდებლობა, შრომის საერთაშორისო სტანდარტები, გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია და სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილზე.

საჯარო დისკუსია ბავშვთა ქორწინების თემაზე: დისკუსია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა მიმართულების ხელმძღვანელის მიერ იყო ორგანიზებული. მომხსენებლები: გოგა ხატიაშვილი, ილიაუნის სამართლის სკოლის მოწვეული ლექტორი; ლელა აქიაშვილი, პრემიერ მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში; მაია ცირამუა, ბავშვთა ფსიქოლოგი, და ადამ შმიდტი, USAID-ის დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური განვითარების ხელმძღვანელი.

პრეზენტაცია - ტრანსგენდერი ადამიანების უფლებები: ადამიანის უფლებათა მიმართულების ხელმძღვანელის ორგანიზებით გაიმართა ილიაუნის კურსდამთავრებულის, თამარ მარმალაძის სამაგისტრო ნაშრომის პრეზენტაცია, რომელიც მიმოიხილავს ტრანსგენდერი ადამიანების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას ქართული და ევროპული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის მიხედვით.

საჯარო დისკუსია - რას ნიშნავს, იყო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი: დისკუსიაში მონაწილეობას იღებდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, რომელმაც საკუთარი გამოცდილების შესახებ ისაუბრა. მომხსენებლებმა აგრეთვე ისაუბრეს დანაშაულის ფსიქოლოგიურ ასპექტზე, მსხვერპლზე ორიენტირებულ სტანდარტების მართლმსაჯულების სისტემასა და სათანადო სერვისების არსებობის მნიშვნელობაზე.

საჯარო დისკუსია თემაზე "დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში": საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ გამართა საჯარო ლექცია/დისკუსია გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის. მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი შრომითი ურთიერთობების შესახებ გამართულ დისკუსიაში.

მრგვალი მაგიდის შეხვედრა გენდერული ნიშნით ძალადობის თემაზე: საფარის წარმომადგენელმა ქუთაისში სოციალურ მუშაკებთან მრგვალი მაგიდის შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა გენდერული ნიშნით ძალადობისა და სოციალურ მეცნიერებებში არასექსისტური კვლევის მეთოდების შესახებ ინფორმაციის გავრცელება - როგორ უნდა შევაგროვოთ და გავაანალიზოთ პირველადი სოციოლოგიური ინფორმაცია გენდერული ან ოჯახური ძალადობის შესახებ არსებულ ქეისებში.

საჯარო დისკუსია თემაზე „ქალები სამხედრო სფეროში“: ღონისძიება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა მიმართულების ხელმძღვანელის მიერ იყო ორგანიზებული. მომხსენებლები: პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ატაშე და თამარ ქაროსანიძე, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროგრამის ხელმძღვანელი, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე. მომხსენებლებმა განიხილეს ქალების წინაშე არსებული გამოწვევები სამხედრო სფეროში, უსაფრთხოების სექტორში ქალების კარიერული განვითარების შესაძლებლობები და როგორ უნდა შეასრულოს სახელმწიფომ გაეროს ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე რეზოლუციით ნაკისრი ვალდებულებები.

USAID
Top of Page