2019 წლის ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული წარმატებით დასრულდა
13 დეკემბერი 2019
2-10 დეკემბერს, USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით, თბილისის თავისუფალმა უნივერსიტეტმა და თოთხმეტმა ქართულმა სამართლის სკოლამ, მათ შორის ორი რეგიონალური უნივერსიტეტის მონაწილეობით, ორგანიზება გაუწია ყოველწლიურ ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულს. ადამიანის უფლებების კვირეული არის ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც იმართება 10 დეკემბრის, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად და მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას სტუდენტებსა და ახალგაზრდა თაობაში.
კვირეულის ფარგლებში, მონაწილე უნივერსიტეტებმა გამართეს საჯარო ლექციები და დისკუსიები. თავისუფალმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა საჯარო დისკუსიას თემაზე 20 ივნისის მოვლენები და შემდგომი საპროტესტო აქციები, ასევე უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატების შერჩევის შესახებ. ასევე, USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით, ილიას უნივერსიტეტში ადამიანის უფლებების მიმართულების ხელმძღვანელის მიერ გაიმართა სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის ფილმის ჩვენება სტუდენტებისთვის და გაკვეთილი სკოლის მოსწავლეთათვის ადამიანის უფლებებზე. ადამიანის უფლებათა კვირეული ასევე მოიცავდა ადამიანის უფლებების შესახებ 2019 წლის სტატიათა კრებულის პრეზენტაციას, რომლის გამოცემაც USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით დაიწყო ათეულ წელზე მეტია. გამოცემის დღიდან, სტატიათა კრებულის რედაქტორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი კონსტანტინე კორკელია.
ადამიანის უფლებათა კვირეულის დახურვის ცერემონიალი გაიმართა თავისუფალ უნივერსიტეტში, სადაც ჯილდო 2019 წელს ადამიანის უფლებების დაცვისთვის გადაეცა მოძრაობა „სირცხვილია“ ორგანიზატორებს და ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს. ასევე, ლევან ალექსიძემ მიიღო ჯილდო ადამიანის უფლებათა მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.